Samsung Galaxy ახალ ტელეფონებში ოკეანეებში გადაგდებულ ბადეებს იყენებს. მათი მიზანი გარემოსთვის საზიანო პლასტმასას ნარჩენების შემცირებაა. კომპანიის თქმით, ის ოკეანეში არსებულ ნარჩენებს მომავალშიც გამოიყენებს.
ველური ბუნების მსოფლიო ფონდის განცხადებით, გადაგდებული ბადეები თუ თოკები, ყოველწლიურად ოკეანეში დაბინძურების 10%-ს, ანუ 12 მილიონ ტონაზე მეტ პლასტმასას შეადგენს. მეტიც, სათევზაო ბადეები მარჯნის რიფებსა და თევზების საცხოვრებელს აზიანებს. კომპანია კი მათი გამოყენებით, ხელს შეუწყობს დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებას. თუმცა საიდუმლოდ რჩება, კონკრეტულად რისთვის გამოიყენეს იგი, ტელეფონის შიდა ნაწილების თუ დიზაინისთვის. დეტალებს ამის შესახებ კი Galaxy S22-ის პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.
Samsung არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც გადამუშავებულ მასალას საკუთარი პროდუქციისთვის იყენებს. Microsoft-მა Ocean Plastic Mouse გასულ წელს გამოუშვა — მისი გარსის 20% ოკეანის პლასტმასისგან არის დამზადებული. რაც შეეხება შეფუთვას, ის ეკოლოგიურად სუფთაა. იგი გადამუშავებადი ხისა და შაქრის ლერწმის ბუნებრივი ბოჭკოებისგან არის დამზადებული.