in

„სამსუნგის“ Trade-In აქცია – ახალი Galaxy S10 შენი „სმარტფონის“ ნაცვლად

„სამსუნგი“, მომხმარებლებს ურჩევს, ბრენდის „სმარტფონები“ მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით შეიძინონ. საქართველოში, კომპანიის პარტნიორები არიან საყოფაცხოვრებო და მობილური ტელეფონების მაღაზიები: „ალტა-ოქეი“, „ელიტ ელექტრონიქსი“, „მეტრომარტი“, „მაგთი“, „სმაილი“. ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც ბრენდის „სმარტფონები“ სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი „სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

„ოფიციალურ ჰოლოგრამიან „სმარტფონზე“ ვრცელდება „სამსუნგის“ ოფიციალური გარანტია, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, „სმარტფონის“ დაზიანებული ნაწილები მხოლოდ ახალი და ორიგინალი დეტალებით შეიცვლება“.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, „სამსუნგის“ ოფიციალური ჰოლოგრამით მარტივად შეიძლება ოფიციალურისა და არაოფიციალური პროდუქტის განსხვავება. გარდა გარანტიისა, ჰოლოგრამიანი „სმარტფონის“ შეძენისას, მომხმარებელს შეუძლია, ისარგებლოს ექსკლუზიური ფასდაკლებებით, პრომო აქციებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით.

„კომპანია „სამსუნგი“ მომხმარებლებს აძლევს უნიკალურ შანსს, ისარგებლონ Trade-In აქციით – მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, ჩააბარონ ძველი „სმარტფონი“ და მიიღონ Samsung Galaxy S10 სერიის ტელეფონები, განსაკუთრებულ ფასად. ეს პროცესი საკმაოდ მარტივია – ამისათვის საკმარისია, მიიტანოთ თქვენი „სმარტფონი“ კომპანიის პარტნიორ მაღაზიებში, სადაც სპეციალისტები ეკრანის, ბატარეის, კორპუსის ვიზუალური მდგომარეობის და სხვა მონაცემების დიაგნოსტიკის შემდეგ, შეაფასებენ „სმარტფონს“ და გადმოგცემენ ფასდაკლების ვაუჩერს Galaxy S10-ის შესაბამისი მოდელის შესაძენად“.

“Trade-In” შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია „სამსუნგის“ ოფიციალური პარტნიორების „ელიტ ელექტრონიკსის”,  „მეტრომარტისა” და „ალტა ოქეის“ მაღაზიებში.

„აქციის ფარგლებში, ოფიციალური Samsung-ისა და iPhone-ის კონკრეტული მოდელების ჩაბარებაა შესაძლებელი. გახსოვდეთ, რომ ჰოლოგრამა გიცავთ“.

 

[R]

რას გადმოსცემენ პოსტერები, რომლებიც Sony Music Solutions-მა, ქართული ღვინის თემაზე შექმნა

ხელოვნების საზაფხულო სკოლა „წამოდი თელავში“