in

Samsung ახალ კამპანიაში უმცირესი ზომის შრიფტს იყენებს

Samsung-მა S23 Ultra მოდელის კამერის შესაძლებლობებს ახალი კამპანია მიუძღვნა. სარეკლამო სააგენტო Ogilvy New York-ის მიერ შემუშავებული კამპანია, სახელწოდებით Tiny Type, მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ურბანულ ნაგებობებზე ჩნდება — მათ შორისაა ნიუ-იორკის Times Square, ლონდონის Piccadilly Circus და ტოკიოს Omotesando.

BOG

უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, ტექნიკურმა გიგანტმა და Ogilvy New York-მა ფართომასშტაბიანი ბილბორდები შექმნეს. ამ ვიზუალებში ტექსტური შეტყობინებები ძალიან მცირე და დამაინტრიგებელია — სმარტფონის კამერის მიახლოების ფუნქციის გარეშე კი ბილბორდზე დატანილი წარწერების სრულად აღქმა შეუძლებელია.

ერთი შეხედვით დაუმთავრებელი წინადადებების მეშვეობით, ელემენტები კრეატიულადაა გადანაწილებული, რათა შეუიარაღებელმა თვალმა სმარტფონის გარეშე უმცირესი ტექსტის წაკითხვა ვერ შეძლოს. რა თქმა უნდა, მთელი იდეა მოწინავე პროდუქტისა და მისი ფუნქციების ეფექტურობის ხაზგასმაა.

Perihelion — ბრენდი, რომელმაც ფერების ინსპირაცია პოლარულ ციალში იპოვა

„პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებლებს შიდა, უპროცენტო, ერთწლიან ლიზინგს სთავაზობს