in

Samsung ეფლის რეკლამას ახალი კამპანიით „უპირისპირდება“

ბრენდებს შორის მარკეტინგული, კრეატიული ქიშპობა საკმაოდ გავრცელებულ ხერხს წარმოადგენს. იმის ნაცვლად, რომ მსგავსმა მიდგომამ საზოგადოებაში აგრესია გამოიწვიოს, ხალხს პირიქით ახალისებს ასეთი ტიპის კამპანიები. ყურადღება კი თანაბრად ნაწილდება „დუელში ჩართულ“ ბრენდებზე. ამჯერად Samsung-ისა და Apple-ის მორიგ „დაპირისპირებაზე“ უნდა ვისაუბროთ.

BOG

როგორც იცით, წინა კვირაში ეფლმა ბოდიში მოიხადა თავისი რეკლამის გამო, სახელწოდებით Crush. ხოლო სამხრეთ კორეულმა კომპანიამ ეს შემთხვევა საკუთარი კამპანიის ინსაითად აქცია და ასე შექმნა კამპანია UnCrush. აქაც მისი კონკურენტის მსგავსი ფერთა პალიტრაა გამოყენებული, რაც ავტომატურად აღძრავს განწყობას, რომ ეს სიუჟეტიც იმავე სივრცეში ვითარდება. თანაც ძირს სწორედ ის დამსხვრეულ-განადგურებული შემოქმედებითი ხელსაწყოები ყრია, რომლებიც ეფლის რეკლამაში წნეხის მოწყობილობამ გაანადგურა…

უბრალოდ, ეფლისგან განსხვავებით, Samsung-ის ნარატივი სხვა გზით ვითარდება — როგორც უნდა განვითარდეს ტექნოლოგიები, ადამიანურ შემოქმედებითობას ვერაფერი ჩაახშობს. სხვა ყველაფერი კი უბრალოდ დამატებითი დამხმარეა — რეკლამაშივეა ხაზგასმული, რომ ბრენდმა „საკუთარი ადგილი“ იცის… ის ადამიანებთანაა, მათ გვერდით, მაგრამ არა მათ ნაცვლად.

Spotlight Tech 2024-ის სპიკერები ცნობილია!

საერთაშორისო ჯილდოები და განხორციელებული პროექტები – შეფ-მზარეულ ვალერიან წიკლაურის კულინარიული გზა