in

Samsung-მა ვებგვერდი განაახლა და ახალი Instagram ანგარიში ჩაუშვა

Samsung დიზაინის სამყაროს კარებს ახლა იმაზე ფართოდ აღებს, ვიდრე ოდესმე — ახლად განახლებული ვებგვერდი და Instagram ანგარიში საზოგადოებას კულისებს მიღმა შესვლის საშუალებას აძლევს, სთავაზობს პირდაპირ კავშირს სკეტჩებთან, პროტოტიპებსა თუ იმ დისკუსიებთან, რომელთა შედეგადაც პროდუქტები ჩამოაყალიბა.

BOG
BOG

კომპანიის ოფიციალური დიზაინის ცენტრი design.samsung.com-ზე ახლა უფრო მარტივი სტრუქტურითა და ვიზუალით გვხვდება. დიდი ზომის სურათები, ანიმაციური ელემენტები და უფრო სუფთა ნავიგაცია ცვლის იმას, რასაც ადრე ვიზიტორები გაფანტულ განლაგებად აღწერდნენ.

ამავდროულად, სამსუნგმა გადაწყვიტა თავისივე დიზაინის გუნდი წინ წამოეწია, ამიტომაც @design.samsung-ის ახალი Instagram ანგარიში ჩაუშვა.

ემპათია კვებავს ჩვენს შემოქმედებითობას. ადამიანური კავშირის ცენტრში მოთავსებით, ვქმნით გარემოს, სადაც იდეები ვითარდება დიალოგისა და კოლაბორაციის საშუალებით. ინსპირაცია არ არის ცალმხრივი ქმედება, საერთო მოგზაურობაა. ერთად, აზრებისა და პერსპექტივების გაცვლით, მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ, რომელიც ადამიანებსა და მსოფლიოს წინსვლაში დაეხმარება, — განმარტავს მაურო პორჩინი, სამსუნგის პრეზიდენტი და დიზაინის ხელმძღვანელი.

„მოიგეთ 1 000 000 PLUS 1 ნაბიჯით“ – ინდმეწარმეებისთვის საქართველოს ბანკში გათამაშება დაიწყო

„გაცივდი? მერე რა“ – ფარმადეპოში ყველაფერია