in

„Samsung საოცრებათა ქვეყანაში“ – Exynos 2200-ის რეკლამა

Samsung-მა „შემდეგი თაობის“ მობილური პროცესორის Exynos 2200-ის რეკლამა გამოუშვა. სპეციალური ვიზუალური ეფექტებით, ზრდასრულთა მობილური თამაშების ახალი ეპოქა წარმოგვიდგინა.

M2

რეკლამა რომანს „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ მოგვაგონებს… თუ რომანში ალისა თეთრ კურდღელს, საოცრებათა ქვეყანაში, მიყვება, სამსუნგის გოგონა, მის მსგავსად, კურდღელს ბნელი ჩასასვლელისკენ მიჰყავს. საოცრებათა ქვეყანა კი თამაშების მაგიურ სამყაროდ იცვლება, სადაც კურდღელი იარაღებს ყიდის, პერსონაჟები კი თამაშის გამოგონილ გმირებს ჰგვანან. თუმცა, აქ სიუჟეტი სამსუნგის ტექნოლოგიური განვითარების შესაბამისად, გრძელდება. გოგონა, შემთხვევით, დინოზავრს კუდზე ფეხს აბიჯებს და შეტევის მოსაგერიებლად, ესვრის. ამგვარად, თამაში, ანუ ძველი ეპოქა, სრულდება. Exynos 2200 კი ახალ, მაგიურ თავგადასავლებში მოგზაურობის საშუალებას გვაძლევს.

Samsung Electronics-ის Exynos 2200-ის რეკლამაზე კრეატიულმა სააგენტო BBH London-მა იმუშავა.

რა მოხდება, თუ დედამიწა ბრუნვას შეწყვეტს?

სავარაუდოდ, Google ახალ AR სათვალეს 2024-ში გამოუშვებს