in

Samsung-მა შოკოლადის შეფუთვისგან აქსესუარები დაამზადა

veon
veon

ერთად მრავალი ბრენდის თანამშრომლობის მომსწრენი გავმხდარვართ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ის, რაზეც დღეს ვისაუბრებთ, მათ შორის განსაკუთრებულია. დაფიქრდით, როგორი შეიძლება იყოს ტექნოლოგიებისა და შოკოლადის ბრენდების თანამშრომლობა? ეს ზუსტად ის არის, რასაც ახლა Samsung და Hershey’s გვთავაზობენ. მართალია, შოკოლადის რეალურ ფილას არსად ვხვდებით, მაგრამ Galaxy-ის მოწყობილობები, მათ შორის Galaxy Z Fold6, Z Flip6, Galaxy Buds3 series და Galaxy Watch7, შოკოლადის შეფუთვაში ნამდვილადაა გახვეული.

რას ნიშნავს ეს? ჯერ იმას გეტყვით, რომ Samsung X Hershey’s სულ 12 ერთეულისგან შედგება, თითოეულს კი უნიკალური დიზაინი გამოარჩევს. ხოლო მდგრადობისადმი ერთგულება ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანია — Hershey’s-ის გასულ წელს თითქმის 24 000 ტონა ნარჩენი ჰქონდა… ახლა კი, როგორც ჩანს, სამსუნგმა მიაგნო გზას, როგორ გადაამუშაოს შოკოლადის პლასტმასის ნარჩენები და შემოგვთავაზოს იგი ტელეფონის ჩასადებისა თუ საათის სამაჯურების სახით.

ახალი კოლექციის გაშვების აღსანიშნად, ტექნოლოგიურმა გიგანტმა ფიზიკური გამოცდილებაც შესთავაზა მომხმარებლებს. სეულში მაღაზია გახსნა და, გადამუშავებადი მასალებისგან დამზადებული ნივთების შეთავაზების გარდა, მომხმარებლებისთვის Hershey’s-ის თემატური სასმელებიც დაამზადა… თუმცა ფასზე არაფერს ამბობენ და ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ აღნიშნული კოლექცია ფიზიკურ მაღაზიებშია ხელმისაწვდომი. 

აღსანიშნავია, რომ Samsung X Hershey’s-ის აქსესუარები Samsung Friends-ის ახალი ხაზის ნაწილია, რომელიც მიზნად პროდუქტების ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან დამზადებას ისახავს. შესაბამისად, Hershey’s-ის გარდა, სამსუნგს მსგავსი თანამშრომლობა აქვს Minions-თან, Disney-თან, Pokemon-თან და მრავალ სხვა ბრენდთან:

„წიგნი არის… სივრცე, სადაც ხარ მარტო, მაგრამ არა მარტოსული“ – კოკო როინიშვილი „ჩაინიშნე საკითხავის“ კამპანიაზე

„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ იაპონური კულტურის ფესტივალზე Land Cruiser Prado-ს უახლესი მოდელით წარდგა