in

Samsung “ყველაზე მძლავრ Galaxy მოწყობილობას” 28 აპრილს წარადგენს!

რა დევს მოციმციმე ყუთში?

veon
veon

Samsung დიდი სიახლისთვის გვამზადებს! კომპანიამ ოფიციალურ YouTube არხზე გამოაქვეყნა თიზერი, სადაც 28 აპრილს დაგეგმილი ღონისძიება დააანონსა. სწორედ ამ ღონისძიებაზე წარადგენს კორეული კომპანია “ყველაზე მძლავრ Galaxy მოწყობილობას”!

გამოქვეყნებულ ვიდეოში მოციმციმე ყუთს ვხედავთ, რომელიც აშკარად უჩვეულო ცვლილებებს იწვევს გარშემო. ალბათ, ელოდებით, როდის გეტყვით “რა დევს შავ არა, მაგრამ მოციმციმე ყუთში”… თუმცა არა, ეს ჩვენთვისაც უცნობია და საიდუმლოებით მოცულ მოწყობილობას მხოლოდ 28 აპრილს, თქვენთან ერთად ვიხილავთ.

მანამდე კი, მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია – ყუთი საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ მობილური ტელეფონისთვის იყოს განკუთვნილი. ალბათ, არც უნდა ველოდეთ ასეთ მოკლე ინტერვალში კიდევ ერთ სმარტფონს. ამიტომ, სავარაუდოდ, ყუთში ახალი Galaxy Book ლეპტოპი იმალება.

ევან ბლესიმ, ადამიანმა, რომელიც ტექნოლოგიურ “საიდუმლოებებს” საზოგადოებაში ავრცელებს, გამოთქვა ვარაუდი, რომ Galaxy Book -თან ერთად Galaxy Book Pro-საც ვიხილავთ. ასევე, მისი აზრით, ახალი ლეპტოპი Intel-ის მე-11 თაობის Tiger Lake პროცესორებით იქნება აღჭურვილი, რომელიც ზუსტად შეესაბამება “ყველაზე მძლავრი მოწყობილობის” კონცეფციას.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ლეპტოპი საკმაოდ სტანდარტული ზომის იქნება, 13.3 დიუმიანი და 15.6 დიუმიანი OLED ეკრანით.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, 28 აპრილს დილის 10 საათზე “სამსუნგის” ოფიციალურ იუთუბ არხს ვეწვიოთ და გავიგოთ, რა სიურპრიზი მოგვიმზადა კომპანიამ.

The Body Shop-მა ახალი, საზაფხულო კოლექცია გამოუშვა

ბრაზილიაში ქრისტეს ქანდაკების უფრო დიდი ვერსია აშენდება