სამსუნგი ყურადღების მიპყრობას 3D ბილბორდებით ცდილობს, რომლებიც მის დასაკეც სმარტფონებს ძალიან დიდ მასშტაბზე წარმოგვიდგენს, კონკრეტულად კი Galaxy Z Fold5-სა და Flip5-ს. კრეატიული სააგენტოს Iris-ის მიერ შექმნილ ბილბორდებზე ბრენდის ელჩებს ნახავთ — ფერნ კოტონი, ინგლისელი ტელეწამყვანი და რაჰიმ სტერლინგი ჩელსის საფეხბურთო კლუბიდან ლონდონში, მანჩესტერსა და ლივერპულში არსებულ ბილბორდებზე პოზირებენ:
„ეს ახალი ტელეფონები შესანიშნავია, მაგრამ მსგავსი დასაკეცი მოწყობილობები მობილური ბაზრის განვითარებადი ნაწილია. ამიტომ, როცა ჩვენი მომხმარებლები გვეუბნებიან: go big, ამას პირდაპირი მნიშვნელობით ვიგებთ“, — განმარტავს რიჩარდ ჰეიტერი, Iris-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.