in

Samsung-მა Z TriFold ოფიციალურად წარადგინა!

სამსუნგმა ოფიციალურად განაცხადა Z TriFold-ის შესახებ და დეტალებიც გაგვაცნო — მასზე შეგიძლიათ ვერტიკალურად გაუშვათ სამი აპლიკაცია გვერდიგვერდ და გამოიყენოთ Samsung-ის DeX სამუშაო გარემოც ცალკე რეჟიმში, დამატებითი ეკრანის გარეშე. ქაღალდზე TriFold-ის გარე ეკრანი ძალიან ჰგავს Z Fold 7-ის ეკრანს. ეს არის 6.5-დიუმიანი 1080p ეკრანი 21:9 თანაფარდობით. შიდა ეკრანის დიაგონალი 10 ინჩია, გარჩევადობით 2160 x 1584 და 120 ჰერციანი ე. წ. ადაპტური განახლების სიხშირით იწონებს თავს. 

საინტერესოა, რომ TriFold-ის სამივე პანელს განსხვავებული სისქე აქვს, შუა 4.2 მმ. არის და USB-C პორტსაც ითავსებს, ყველაზე თხელი 3.9 მმ სისქისაა და ფიზიკური SIM-ის დამატების შესაძლებლობას გვთავაზობს, ხოლო მესამე 4.00 მმ სისქით არის წარმოდგენილი. ეს ორი მხარე ცენტრალურის ზევით თავსდება დაკეცვისას, განსხვავებით ჰუავეის Mate XT-სგან, რომელიც Z ფორმით იკეცება… სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთი შეხედვით პლანშეტს ჰგავს, რომელშიც ტელეფონია ჩაშენებული… 

მთლიანობაში დაკეცილ მდგომარეობაში სამსუნგის TriFold-ის სისქე 12.9 მილიმეტრს აღწევს, რაც სისქეში Samsung Galaxy S25 Ultra-ზე 4.7 მილიმეტრით მეტია. Z Fold 7-საც აჭარბებს ამ მაჩვენებლით, რადგან აღნიშნული დაკეცილ მდგომარეობაში 8.9 მილიმეტრს აღწევს, თუმცა დიდადაც არ აღემატება Z Fold 6-ს, რომელიც 12.1 მილიმეტრია დაკეცილი. 

მართალია, განსხვავებულად იკეცება, მაგრამ Z TriFold ზომითა და წონით ყველაზე ახლოს მაინც ჰუავეის Mate XT-სთან არის, უბრალოდ 0.01 მმ-ით მეტია დაკეცილ მდგომარეობაში და 309 გრამს იწონის მაშინ, როცა XT 298 გრამია. 

უკანა პანელი „კერამიკული-მინაბოჭკოვანი გამაგრებული პოლიმერისგან“ დაამზადეს, რათა ხაზებისადმი მდგრადი ყოფილიყო. ​​Samsung-ის სხვა დასაკეცი მოწყობილობების მსგავსად, TriFold-საც აქვს IP48 სტანდარტი — სრულად წყალგამძლეა, მაგრამ არა, მტვერგაუმტარი. 

ბრენდმა ახალ მოწყობილობაში 3 კამერაც შემოგვთავაზა: 200-მეგაპიქსელიანი f/1.7 ფართოკუთხოვანი, 12-მეგაპიქსელიანი ულტრაფართოკუთხოვანი და 10-მეგაპიქსელიანი 3x ტელეობიექტივი. ხოლო როგორც გარე ეკრანი, ისე შიდა 10-მეგაპიქსელიან სელფის კამერას მოიცავს. ტელეფონის თითოეულ პანელს ასევე აქვს ბატარეა 5600 mAh სიმძლავრით. S25 სერიის მსგავსად, მოწყობილობაში Snapdragon 8 Elite for Galaxy ჩიპსეტი გვხვდება და 16 GB ოპერატიულ მეხსიერებას მოიცავს.

ფასზე ჯერ არაფერს ამბობენ და ეს მხოლოდ 12 დეკემბერს გახდება ცნობილი, როცა მოწყობილობას კორეაში ჩაუშვებენ…

თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა

ProfitKey Properties „ექსპო 2025-ზე“ უძრავი ქონების შეძენის მსურველებს უნიკალურ შეთავაზებებს გააცნობს