in ,

მსოფლიო საზღვრების გარეშე Samsung-ის მშვიდობიან ვიდეორგოლში

ოლიმპიური თამაშებისთვის არა მარტო სპორტსმენები, არამედ სპონსორებიც ემზადებიან. Samsung-მა სარეკლამო კამპანია Galaxy S7 Edge-ისთვის წამოიწყო. ემოციურ ვიდეორგოლში სხვადასხვა ქვეყნების ჰიმნებია გაერთიანებული.

BOG
BOG

ვიდეო იწყება ბოტსვანის ჰიმნით, რომელსაც პატარა გოგონა მღერის. მას ხელში Galaxy S7 Edge უკავია. ამ კადრებს სხვა ქვეყანაში უყურებენ და სულ სხვა ქვეყნის ჰიმნით აგრძელებენ: მუსულმანურ ქვეყანაში – ბრაზილიის, ინგლისში – ახალი ზელანდიის, საფრანგეთში – მალაიზიის, ამერიკაში – კორეის… საბოლოოდ, სტადიონზე ყველა ერთად სამხრეთ აფრიკის ჰიმნს მღერის. ამ ვიდეორგოლის მთავარი გზავნილი არის “მსოფლიო საზღვრების გარეშე”.

არის ისეთი რამ, რაც აერთიანებს მსოფლიოს ყველა ქვეყანას. ერთ-ერთი არის ოლიმპიური თამაშები და მეორე მობილური კავშირი, რომელიც სამსუნგის მეშვეობით, უმაღლესი ხარისხით არის ხელმისაწვდომი.

 

https://www.youtube.com/watch?v=tBxMpuiBO7Q

 

#DoWhatYouCant კამპანიის ფარგლებში, რიოს ოლიმპიურ ჩემპიონატზე რამდენიმე ახალი ვიდეორგოლი იქნება წარმოდგენილი, სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენების მონაწილეობით. ამ სერიის ერთ-ერთ ემოციურ ვიდეორგოლს წარმოგიდგენთ სამხრეთ სუდანელი მორბენალი Margret Rumat Rumar Hassan-ის მონაწილეობით.

 

https://www.youtube.com/watch?v=KE1myHdqlWM

 

ვიდეორგოლებზე სააგენტო Leo Burnett-ის ჩიკაგოსა და სიდნეის წარმომადგენლობებმა იმუშავეს.

“ხომ გითხარი, გაფრინდებიანთქო?!” – გოლფის მოთამაშეები უკვე მფრინავი მანქანებით გადაადგილდებიან

რიო, ოლიმპიური თამაშების მოლოდინი და უსაინ ბოლტი Digicel-ის რეკლამაში