in ,

Samsung-ის სახალისო ექსპერიმენტი Galaxy S8–ის რეკლამისთვის

მიუხედავად სკანდალისა, რომელშიც Samsung–ი ფეთქებადი სმარტფონების გამო გაერია, ბრენდი მთელი ძალებით აგრძელებს ბრძოლას და საკუთარი პოზიციების გაძლიერებას. ახალი Galaxy S8–ის და S8+–ის ოფიციალურად გამოშვებამდე სულ ცოტა დრო რჩება, მომხმარებელი კი უკვე მოხიბლულია მისი ფორმითა და გაუმჯობესებული ფუნქციებით. განსაკუთრებული სიმპათიით სარგებლობს პროდუქტის ეკრანი. სწორედ ამ უპირატესობის გამოყენება გადაწყვიტა ბრენდმა თავის ახალ, უჩვეულო კამპანიაში. დიდი ბრიტანეთის ღირსშესანიშნავი და საინტერესო ადგილების აღმოსაჩენად Samsung–მა დახმარება ერთ–ერთ საუკეთესო ფოტოხელოვანს მეთიუ კატელს სთხოვა. მეთიუმ ბრენდის კამპანიისთვის 20 განსაკუთრებული ადგილი გამოარჩია, რომლების ფონზეც Samsung–ის Galaxy S8–ის სმარტფონის სილუეტის მქონე დიდი ეკრანები დაიდგა. ამან, რა თქმა უნდა, მნახველების, ტურისტების საოცრად დიდი სიმპათია და მოწონება დაიმსახურა, თან სოციალურ ქსელებში უკვე საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც მოიპოვა.

Alessandro Cortini-ს ლაივი კლუბში KHIDI

“მარტო შენთვის” – ელიტ ელექტრონიქსის ახალი ვიდეო რგოლი [EXCLUSIVE]