in ,

რა მოხდება, თუკი ოცნების პროფესიას ავირჩევთ?! – Samsung-ის კამპანია უნივერსიტეტში სწავლის მხარდასაჭერად

Samsung-მა, ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და სკოლებთან თანამშრომლობით, გამოარკვია, რომ ახალგაზრდების 60%, სკოლის შემდეგ, უნივერსიტეტში სწავლას აღარ აგრძელებს. ხშირად, ამის მიზეზი საოჯახო საქმიანობა ხდება, მაგალითად, მამის ბიზნესი, რომელსაც დახმარება და შემდეგ, მართვა სჭირდება, ამ დროს კი ახალგაზრდა ადამიანის ოცნებები, მიზნები უკვალოდ ქრება. Samsung-ს, ახალი სარეკლამო კამპანიით, რომელზეც მასთან ერთად სააგენტო Leo Burnett-მა იმუშავა, სურს შეახსენოს ახალგაზრდებს, რა უფრო პრიორიტეტულია, საკუთარი ოცნებები, თუ სხვა საქმეს შეწირული შესაძლებლობები?! ამის მაგალითად, ბრენდმა მაიკლ სანდერსი გაგვაცნო, რომელმაც უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაზე უარი მამის საქმიანობის გამო თქვა, მიუხედავად იმისა, რომ  თავად ექიმობა სურდა. ბევრი ფიქრისა და გამოთვლების შემდეგ, გამოარკვია, რომ კარგი კვალიფიკაციის მისაღებად დიდი დრო და გამოცდილება დასჭირდებოდა, ამიტომ მარტივი გზით გადაწყვიტა წასვლა… მაგრამ რამდენად სწორია ეს არჩევანი?! სწორედ ამ გადაწყვეტილების უარყოფითი მხარეები დაანახა Samsung-მა მაიკლს.

BOG
BOG

 

მელანომა ავტომობილებზე?! – სამხრეთ აფრიკის სიმსივნის ცენტრის კამპანია

ზაქარია მესროპოვი – #პირველისამსახური