in ,

ემოჯით აწყობილი წინადადებები მათთვის, ვისაც არ შეუძლია მეტყველება – Samsung–ის კამპანია Wemogee

წარმოგიდგენიათ მდგომარეობა, როდესაც არ შეგიძლიათ წერა, მეტყველება, საკუთარი ემოციებისა და გრძნობების სხვებისთვის გაზიარება?! ამ რთულ შემთხვევას სამედიცინო ენაზე აფაზია ჰქვია. თავის ტვინის დაზიანების გამო, აფაზიის მქონე ადამიანებისთვის კომუნიკაცია, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის უნიკალური საერთაშორისო “ენა”, როდესაც კომუნიკაცია ემოჯის საშუალებით არის შესაძლებელი. საოცარია, რამდენი რამის თქმა შეიძლება მარტივი შინაარსის მქონე ფიგურებით, მით უფრო, რომ ყოველდღიურად, სოციალურ ქსელებში მათ სულ უფრო ხშირად ვიყენებთ. თუმცა, გაცილებით უკეთესი იქნება, თუ მათ სასარგებლო ფუნქციასაც შევმატებთ და ემოჯის დახმარებით, ამ ადამიანებს ურთიერთობისა და კომუნიკაციის საშუალებას დავუბრუნებთ. სწორედ ამ საკითხზე შექმნეს Samsung-მა და სააგენტო Leo Burnett-მა ახალი ერთობლივი კამპანია “Wemogee”. მის ფარგლებში, ბრენდმა რამდენიმე ემოჯის შეერთებით 150-მდე წინადადების აწყობა მოახერხა და ამით ადამიანებს კვლავ დაუბრუნა ურთიერთობის საშუალება.

BOG
BOG

 

უძილობით გამოწვეული უხერხული, მაგრამ სახალისო სიტუაციები Auping-ის რეკლამაში

რას ნიშნავს “ნამდვილი ქალბატონი” და როგორ ვხედავთ მას სარეკლამო სივრცეში?! – Dove-ის კამპანია