in

იცი, როგორ გაიგო, რომელია Samsung-ის ოფიციალური პროდუქტი საქართველოში?

Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში მოგიწოდებს, სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით შეიძინო, რადგან მისი შეძენისას ყიდულობ გარანტირებულად ახალ და ორიგინალ პროდუქტს.

ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული. ჰოლოგრამიან სმარტფონს გააჩნია ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება. დაზიანების შემთხვევაში მოგემსახურებიან მხოლოდ სერტიფიცირებული ტექნიკოსები, რომლებიც მუდმივად გადიან სწავლებებს და იმაღლებენ კვალიფიკაციას; იმ შემთხვევაში, თუ სმარტფონის დაზიანებული ნაწილის შეცვლა გახდება საჭირო (მაგ: ეკრანი, აკუმულატორი, დინამიკი, ა. შ.), იგი  ჩანაცვლდება მხოლოდ ორიგინალი ნაწილით. სამსუნგის ოფიციალურ სერვის ცენტრში დაზღვეული იქნები მეორადი ან არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისაგან; ჰოლოგრამიან სმარტფონებზე გექნება წვდომა რეგიონისთვის განკუთვნილ ყველა ოფიციალურ სერვისზე, პროგრამაზე, ფუნქციასა და აპლიკაციაზე; სამსუნგის ოფიციალური სერვისცენტრები საქართველოში: „ტექნოსერვისი“, „ტექპოინტი“ და „ელიტ სერვისი“.

ოფიციალური პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილო სამსუნგის ვებგვერდზე. აქვე შეგიძლია შეამოწმო, შენი სმარტფონი არის თუ არა ოფიციალური ჩვენი რეგიონისთვის. „შეამოწმე SKU“ გრაფაში შეიყვანე შენი მოდელის კოდი (რომელსაც მარტივად, სმარტფონის პარამეტრებში ნახავ) და გაიგე სტატუსი.

სამსუნგ ელექტრონიქსის ოფიციალურ პროდუქტს საქართველოში შეიძენ: ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი, კარფურსა და ასევე ყველა იმ მაღაზიაში, სადაც სამსუნგის სმარტფონები სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!

[R]

Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილის მფლობელი ეკიპაჟი #52 გახდა — გუნდის მხარდამჭერი „თეგეტა მოტორსი“ იყო

არნოლდ AI თუ შვარცენეგერი?