in ,

საინტერესო ვიდეორგოლის გადაღება სმარტფონითაც შესაძლებელია – Samsung–ის რგოლი ოსკარისთვის

კინოაკადემიის დამსახურებული წევრების საყურადღებოდ, ჰოლივუდს მიღმა ათასობით ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც უბრალო სმარტფონებითაც კი არაჩვეულებრივ რაღაცებს იღებს. ოსკარის დაჯილდოების სარეკლამო ასპარეზობაში მონაწილეობა Samsung–მაც მიიღო, მართალია, მანაც ბევრი სხვა ბრენდის მსგავსად ამისთვის საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა, თუმცა, როგორც ყოველთვის, შედეგი ამად ღირდა. ბრენდმა გადაწყვიტა თავისი სმარტფონის გადაღების ხარისხისთვის გაესვა ხაზი და ის ახალგაზრდა ადამიანები გაემხნევებინა, რომლებიც ტელეფონით ძალიან საინტერესო ვიდეორგოლებს იღებენ. ოსკარისთვის შექმნილ ვიდეოში, რომელზეც სააგენტო Wieden + Kennedy-მ იმუშავა, Youtube-ის ცნობილი ვიდეობლოგერი ქეისი ნეტატი მონაწილეობს.

BOG
BOG

 

რას აჩვენებს Rolex–ის მაჯის საათები, მხოლოდ დროს?

რას გვიშვრება შიმშილი? – Snickers–ის სახალისო ვიდეო