სამსუნგმა მსოფლიოში პირველი Wind-Free ტექნოლოგიის კონდიციონერი შექმნა. ამ სისტემის კონდიციონერს კომფორტული გაგრილების ორსაფეხურიანი სისტემა აქვს: პირველ ეტაპზე ოთახში ტემპერატურა სწრაფად დაიწევს სასურველ გრადუსამდე. სასურველი სიგრილის მიღწევის შემდეგ კი შეგვიძლია გადავრთოთ ეფექტურ, Wind-Free რეჟიმზე.
Wind-Free სისტემის კონდიციონერების უნიკალური თვისებების შესახებ ქვემოთ წაიკითხავთ და საშუალება გექნებათ სხვა, ჩვეულებრივ კონდიციონერებს შეადაროთ.
- Wind-Free სისტემის კონდიციონერი შემაწუხებელი დაბერვის გარეშე აგრილებს ოთახს პანელზე განთავსებული 21 ათასიმიკრო-ხვრელის წყალობით. სხვა კონდიციონერების მიერ მძლავრად დაბერილი ცივი ჰაერის ნაკადი უსიამოვნოა და გაციების მეტ საფრთხეს ქმნის.
- მსოფლიოში პირველი ციფრული, 8-პოლუსიანი POWER boost ინვერტორის დამსახურებით, Wind-Free კონდიციონერი ჩვეულებრივთან შედარებით ორჯერ სწრაფად ახერხებს კომპრესორის მაქსიმალური სიჩქარის მიღწევას და შესაბამისად, გაცილებით ენერგოეფექტურია.
Wind-Free ტექნოლოგიის კონდიციონერი ჩვეულებრივი კონდიციონერის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მხოლოდ 68%-ს მოიხმარს.
- Wind-Free კონდიციონერი ხშირად არ ირთვება და ითიშება, ამიტომ ჩვეულებრივ კონდიციონერთან შედარებით ნაკლებად ხმაურიანი, გამძლე და ეფექტურია.
- Wind-Free სისტემის კონდიციონერი ძილის ხარისხზეც ზრუნავს და მისი სპეციალური ძილის რეჟიმი ჩაძინების, ღრმა ძილის და გაღვიძების ფაზებისთვის იდეალურ ტემპერატურას ქმნის ოთახში.
- Wind-Free ტექნოლოგიის კონდიციონერი ოთახში ვირუსებისა და ბაქტერიების 99 პროცენტს კლავს, ულტრაგანიერი PM 2.5 ფილტრი ოთახში ცირკულირებულ ჰაერს წმენდს და ჩვენც მუდმივად სუფთა ჰაერს შევისუნთქავთ.
[R]