in ,

Samsung–მა მხედველობადაქვეითებული მოცურავეებისთვის სპეციალური ქუდი შექმნა

მხედველობადაქვეითებული მოცურავეები ამ გამოგონებას 56 წლის მანძილზე ელოდნენ. Samsung-მა ესპანეთის პარალიმპურ კომიტეტთან ერთად სპეციალური ქუდი “Blind Cap” შექმნა,  რომელიც მოცურავეს, კედელთან მიახლოებისას ვიბრირებით აძლევს ნიშანს. ეს მოწყობილობა მოცურავეებსა და მწვრთნელებს შორის კომუნიკაციას ამარტივებს. ქუდი Bluetooth-ის საშუალებით უკავშირდება მწვრთნელის მაჯაზე დამაგრებულ მოწყობილობას. საჭირო დროს მწვრთნელი სიგნალს აგზავნის, მოცურავის ქუდი კი ვიბრირებს და სპორტსმენი დროულად ბრუნდება აუზში.

შშმ პირებისთვის ეს სპორტი 1960 წლიდან არსებობს. აქამდე მწვრთნელი უსინათლო მოცურავეებს სპეციალური ჯოხის საშუალებით ატყობინებდა, რომ აუზში შემობრუნების დროა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბევრი დისკომფორტი მოხსნა და შშმ პირებს საშუალება მისცა მაქსიმალურად გამოხატონ თავისი შესაძლებლობები.

 

“უთხარი მეტი კი შენს შესაძლებლობებს! ” – ZIP Credit-ის ახალი ვიდეორგოლი

როგორ ებრძვიან კანადელები საკრედიტო ცდუნებას?