in

სამთო-სათხილამურო სეზონი იხსნება!

10 დეკემბერს, ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონი იხსნება და თვის ბოლომდე, საქართველოს მთის კურორტების სხვადასხვა ნაწილში იქნება შესაძლებელი აქტიური თუ პასიური დასვენება. კვირას, 10 დეკემბერს, გუდაურისა და გოდერძის უღელტეხილის, 12 დეკემბერს, ბაკურიანი-დიდველისა და თეთნულდის, 17 დეკემბერს,  ჰაწვალის, ხოლო 23 დეკემბერს, ბაკურიანისა და კოხტა მიტარბის სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნაა დაგეგმილი. ასევე, 23 დეკემბერს, ოფიციალურად გაიხსნება ჰაწვალი-მესტიის საბაგირო. მარკეტერი ესაუბრა საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მაია ომიაძეს:


M: წელს რა სიახლეები იქნება, როგორ გეგმავთ ხალხის მიზიდვას? და რამდენად უზრუნველყოფილია კურორტები საჭირო სამედიცინო, სამაშველო პუნქტებით?
საქართველოში ზამთრის კურორტები დიდი სისწრაფით ვითარდება. იზრდება როგორც მათი რიცხვი, ისე კურორტების მომსახურების დონე, ინფრასტრუქტურა, სათხილამურო გზების რაოდენობა და ხარისხი. 2017-2018 წლის ზამთრის სეზონს კურორტები განსაკუთრებული სიახლეებით ხვდებიან2017 წლის ზაფხულში დაიწყო მესტიაჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2017 წლის ბოლოს. საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის, 6 კაციანი, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის “Doppelmayr-ის“ ფირმის, რომლის სიგრძემ 1200 მეტრი უნდა შეადგინოს. მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მთასა და ცენტრს დააკავშირებს ერთმანეთთან. აღსანიშნავია ისიც, რომ სვანეთში, კერძოდ კი მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და ლენტეხში აშენდება მცირე ზომის საბაგიროები.გუდაურში მნიშვნელოვნად დაიხვეწა ინფრასტრუქტურა. ერთერთი კარგი მაგალითია პროექტი New Gudauri.პირველად, ბაკურიანის ისტორიაში, შეიქმნა კოხტა მიტარბის დამაკავშირებელი სათხილამურო გზა, ხოლო კურორტ მიტარბის დაემატა რამდენიმე ახალი სათხილამურო გზა. ასევე, ბაკურიანში, კინოთეატრ „დიდველში“ მოეწყობა საზოგადოებრივი სივრცე.აღსანიშნავია, რომ კურორტ გოდერძის დაემატება ორი მცირე ზომის საბაგირო.ყველა კურორტი უზრუნველყოფილია სამაშველო ბურანებით, სამედიცინო პუნქტებითა და საპირფარეშოებით.2017-2018 წლის სათხულამურო სეზონზე, ერთი ასვლის ღირებულება, ყველგან, შეადგენს 7 ლარს, გარდა გოდერძის უღელტეხილისა (1 ასვლა – 5 ლარი). რაც შეეხება მულტიფასებს, მულტიქარდებს, სპორტსკოლებსა და სტუდენტურ ფასებს, თითოეული კურორტის შემთხვევაში, განსხვავებულია და შეგიძლიათ, იხილოთ აქსტუდენტზე გაიცემა სეზონური აბონემენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქე პენსიონრებზე – 1 დღიანი აბონემენტი უფასოდ.

ტრანსპორტთან დაკავშირებული ინფორმაცია მუდმივად იცვლება. დეტალური და კომპეტენტური ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია საინფორმაციო ცენტრებისგან: 118 08, 118 09

ბიზნესდაჯილდოება 2017-ის გამარჯვებულები ცნობილია! #გააზიარეწარმატება

ყველაფერი სურვილით იწყება! საახალწლო სასწაულები პატარა ოლივიასგან – Lincoln-ის ემოციური ვიდეორგოლი