1
Oct
2019

სამუელ ელ ჯექსონი მზადაა ამინდზე გესაუბროთ – Amazon-ის რეკლამა

1 Oct 2019

Elit Electronics
Elit Electronics


სულ მალე, Amazon-ის ხმოვანი ასისტენტ Alexa-ს სამუელ ელ ჯექსონის დაძახება შეგეძლებათ სთხოვოთ. მსახიობი, რომლის ხმაც, ალბათ, არასოდეს აგერევათ სხვაში, ყოველთვის მზადაა ამინდი გამცნოთ. ამის საილუსტრაციოდ, Amazon-მა ვიდეორგოლიც გამოუშვა. მომხმარებლებს, რომლებსაც ჯექსონის ხმის გაგონება სურთ, შეუძლიათ Alexa-ს სთხოვონ წარადგინოს მსახიობთან და მომხმარებლის სურვილი გააცნონ. სამუელ ელ ჯექსონის უხეში ლექსიკიდან გამომდინარე, Alexa-ს აქვს ამ ფრაზების გაფილტრვის ფუნქცია. მსახიობი მსმენელებს ამინდის პროგნოზსა და ხუმრობებს უამბობს, ჩაურთავს მუსიკას, დააყენებს მაღვიძარასა და ტაიმერს, მიულოცავს დაბადების დღეს და პერსონალურ დეტალებსაც გაუზიარებს. ცნობილი ადამიანების ხმების გამოყენება ხმოვანი ასისტენტის შექმნისას, Amazon-მა 2018 წლიდან დაიწყო. ფუნქციის გააქტიურება შეიძლება ფრაზით: “Hey Google, talk like a Legend”.

 

განხილვა