in

სამუშაო/პირადი ცხოვრების ბალანსი არის არა მიღწევა, არამედ ციკლი

ციკლი ხუთი განსხვავებული საფეხურისგან შედგება, რომელიც მუდმივ გამეორებას საჭიროებს

მიუხედავად დამაჯერებელი მტკიცებულებისა, რომ ხანგრძლივი სამუშაო საათები შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს როგორც დასაქმებულისთვის, ასევე დამსაქმებლისთვის, ბევრი პროფესიონალი მაინც ცდილობს, გადალახოს ეს ვარაუდი და ღრმად დანერგილი ჩვევები, სამუშაო საათებთან დაკავშირებით. რა არის საჭირო ამ არაჯანსაღი ყოველდღიურობიდან თავის დასაღწევად და უფრო მდგრადი სამუშაო ცხოვრების ბალანსის მისაღწევად?

pasha-statiebi
pasha-statiebi

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც 78 პროფესიონალთან, გლობალური იურიდიული ფირმის ლონდონის ოფისებისა და სააღრიცხვო ფირმიდან, 200-მდე ინტერვიუ ჩაიწერა.

გამოკითხულთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ მათი სამუშაო მეტისმეტად მომთხოვნი, დამქანცველი და ქაოტურია და, როგორც ჩანს, მათი პროფესიული წარმატების მიღწევა დიდხნიან ძალისხმევას მოითხოვს. ასევე, მამაკაცთა დაახლოებით 30% და ქალების 50% დიდხანს მუშაობას ეწინააღმდეგებოდა და აღწერდნენ გარკვეულ სტრატეგიებს, ჯანსაღი სამუშაო ცხოვრების ბალანსის შესანარჩუნებლად. მართალია, ცალკეული შემთხვევის დეტალები განსხვავდებოდა, მაგრამ კვლევამ წარმოგვიდგინა საერთო ფსიქიკური პროცესი, რომელიც პროფესიონალთა ამ ჯგუფს მუშაობის წესისა და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში ეხმარებოდა.

კვლევის თანახმად, პროფესიულ და პირად პრიორიტეტებს შორის უკეთესი ბალანსის მიღწევის საფუძველს რეფლექსურობის კომბინაცია წარმოადგენს. ეს ციკლის სახით წარმოგვიდგება, რომელშიც მუდმივად უნდა ჩავერთოთ, რადგან ყოველი ადამიანის პრიორიტეტები გამუდმებით იცვლება და ვითარდება. ციკლი ხუთი განსხვავებული საფეხურისგან შედგება:

1. პაუზა და დენორმალიზაცია

გადადგით ნაბიჯი უკან და ჰკითხეთ საკუთარ თავს – რა იწვევს ამ დროს სტრესს, დისბალანსს ან უკმაყოფილებას? რა გავლენას ახდენს ეს გარემოებები თქვენს მუშაობაზე? როგორ მოქმედებს ისინი თქვენს პირად ცხოვრებაზე? რა არის თქვენი პრიორიტეტი, რას წირავთ და რა იკარგება? მხოლოდ მას შემდეგ, რაც “გონებრივ პაუზას” გააკეთებთ და გარკვეულ ფაქტორებს გააცნობიერებთ, შეგიძლიათ, მათ მოგვარებაზე იზრუნოთ.

შესაძლოა, მოულოდნელად აღმოაჩინოთ, რომ მთელ თქვენს ენერგიას, დროს და მენტალურ ჯანმრთელოს ახარჯავდით ისეთ საქმეს, რომელიც უბრალოდ გაუბედურებდათ. კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა უმეტესობა, როგორც აღნიშნავს, მათ არ აქვთ შესვენებისა და დაფიქრების დრო, რაც უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

მართალია, ზოგიერთი დასაქმებულისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ხანგრძლივი სამუშაო საათები, მაგრამ პრიორიტეტების გადააზრება, “გონების დაპაუზება” მათაც სჭირდებათ.

2. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციებს

მას შემდეგ, რაც გააცნობიერებთ თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობას, დაფიქრდით, როგორ გრძნობთ თავს ამ სიტუაციაში. ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორი ხართ – ენერგიული, რეალიზებული თუ კმაყოფილი? აღმოჩნდნენ ისეთი რესპოდენტებიც, რომლებიც ყველაფრის გაანალიზების შემდეგ თავს განაწყენებულად, აღშფოთებულად გრძნობდნენ – “ის, რაც უმნიშვნელოა, ცხოვრების ძვირფას დროს გართმევთ. ეს სიმწარე კიდევ უფრო მძაფრდება, როდესაც ირგვლივ ხედავთ, რამდენმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე ან გესმით, როგორ ეუბნებიან, რა დრო დარჩათ გარდაცვალებამდე”…

რა თქმა უნდა, პრიორიტეტების გადააზრებისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს, რაციონალური აზროვნება აუცილებელია თუმცა მნიშვნელოვანია ემოციური რეფლექსურობაც. ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ მიხვდეთ, როგორ გაგრძნობინებთ თავს მოცემული სიტუაცია.

3. დაალაგეთ პრიორიტეტები ხელახლა

თქვენი კოგნიტური და ემოციური ცნობიერების ამაღლება საშუალებას მოგცემთ, განსაზღვროთ თქვენი პერსპექტივებისა და პრიორიტეტების კორექტირება. ამიტომ, ხელახლა დაფიქრდით, რისი გაკეთება გსურთ, რამდენად შეესაბამება ის თქვენს გულწრფელ სურვილებს? მზად ხართ იმ მსხვერპლისთვის, რომელსაც ის მოითხოვს?

ხშირად, ჩვენი პრიორიტეტები იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე ყოველდღიური ჩვევები. გამოკითხულთაგან ერთ-ერთმა აღნიშნა, რომ საკუთარი პრიორიტეტების უფრო დიდი შესაძლებლობები შესაძლოა, სრულიად განსხვავებულ ადგილას იპოვო – მაგალითად, არა თუ სამსახურში, არამედ დედობრივი მოვალეობის შესრულების დროს.

4. გაითვალისწინეთ თქვენი ალტერნატივები

ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, განიხილეთ ცხოვრების ასპექტები, რომლებიც შესაძლოა, სხვადასხვაგვარი იყოს და უკეთ მოერგოს თქვენს მიზნებსა და პრიორიტეტებს. კონკრეტულად განსაზღვრეთ კომპონენტები, რომელთა შეცვლაც გსურთ –  გსურთ, უფრო მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან თუ მაგალითად, უფრო მეტად განავითაროთ საკუთარი ჰობი?

5. ცვლილებების განხორციელება

და ბოლოს, მას შემდეგ, რაც ოთხივე საფეხურს გაივლით და დალააგებთ პრიორიტეტებს, გააცნობიერებთ სტრატეგიას, დროა, იმოქმედოთ! ეს შესაძლოა, საზოგადოებრივ ცვლილებაში გამოიხატოს, ახალი როლის მორგებაში ან კერძო ცვლილებებში, რომლებიც კოლეგებსა და გარშემომყოფებზე ნაკლებად მოქმედებს.

კვლევის თანახმად, ორივე – საზოგადოებრივი და კერძო ცვლილება საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა, თუ ისინი სწორი გზით განხორციელდება. კერძო ცვლილების შემთხვევაში ეს შესაძლოა, თვითგანსაზღვრულ წესებს გულისხმობდეს (მაგალითად, ავად წყვეტთ, შაბათ-კვირას იმუშაოთ, თუ დაისვენოთ); საზოგადოებრივი ცვლილების დროს კი, საჭიროა, უფროსთან განიხილოთ, უფრო მოქნილი სამუშაო საათების არსებობის აუცილებლობა.

წყარო: HBR



Ford-მა Google-თან ხელშეკრულება გააფორმა – Android Automotive-ს მილიონობით მანქანა მიიღებს

რას სთავაზობს სტუდენტებს IT აკადემია Level 1?