in ,

სამშენებლო იარაღებით შექმნილი მუსიკა სასტუმროს გახსნაზე! Must See!

ამსტერდამში მუსიკალური სასტუმრო გაიხსნა. ლიფტის გამოძახება გინდა?! დაუკარი ან იმღერე რამე. სასტუმროსთვის,  რომელიც ერთი–ერთი ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზის Ziggo Dome–ის გვერდით მდებარეობს, მომხმარებლებზე ზრუნვა უპირველესია.

სწორედ მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, სასტუმროს წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ კონცერტის ლოდინი არცთუ ისე სასიამოვნო ფაქტორია. ამიტომ მათ გადაწყვიტეს მელომანებისთვის მოლოდინი შეემსუბუქებინათ. 

 

 

ზუსტად იმ დროს, როდესაც ჯაზის სასტუმრომ სამოქმედო გეგმების ჩამოყალიბება დაიწყო, Ziggo Dome–ში ადელის კონცერტი იგეგმებოდა. ეს არაჩვეულებრივი საშუალება იყო თავის გამოსაჩენად.

ძალიან ბევრი ხალხი და უსასრულო რიგები შესასვლელში. თუმცა, მოულოდნელად, Ziggo Dome–თან შეკრებილი  ხალხი სასიამოვნო სურპრიზის მომსწრე გახდა.

სასტუმროს კედლების კოლონებზე მოფუსფუსე მუშებმა სამუშაო ინსტრუმენტებით მუსიკის შესრულება დაიწყეს, მოგვიანებით მათ DJ–ი და მოცეკვავე გოგონები შეუერთდნენ. სანახაობა ნამდვილად სახალისო და მხიარული იყო. ლოდინის მაგივრად, საზოგადოება კარგად გაერთო და კონცერტის წინ განწყობაც აიმაღლა.

რაც მთავარია, ეს მოულოდნელი აქტივობა ახალი სასტუმროსთვის არაჩვეულერბივი რეკლამა და სავიზიტო ბარათი გამოდგა.

ჯაზის მოყვარულებმა უკვე იცით, ამსტერდამში ჩასვლისთანავე საით უნდა აიღოთ გეზი.

მეტი ყურადღება დაუთმეთ შვილებს – მათ ფანტაზიაზე კი Lego იზრუნებს

ძირს ხორცი! თავისუფლება მწვანილებს! სალათის მოყვარულო მამაკაცებო, თქვენი დრო მოვიდა! – Dixie-ს კამპანია