5
Nov
2019

რისთვის გვჭირდება კარგი სამუშაო სივრცე და როგორ განვაახლოთ ოფისი?

5 Nov 2019

სამუშაო სივრცეს ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია თანამშრომლების პროდუქტიულობასა თუ კლიენტების პირველ შთაბეჭდილებაზე. მიუხედავად იმისა, კომპანია რებრენდინგის პროცესშია, თუ არა, ოფისის განახლება ძალიან კარგი გამოსავალია არა მხოლოდ სამუშაო სივრცის დიზაინის შეცვლის, არამედ მთლიანი ატმოსფეროს გაუმჯობესების კუთხითაც.

როგორ განვაახლოთ ოფისი ისე, რომ სივრცეც უკეთ გამოჩნდეს და თანამშრომელთა პროდუქტიულობა, ჩართულობა და შედეგად, შემოსავლიანობა გაიზარდოს?

განათება
ცუდი განათება არა მხოლოდ თვალებისა და თავის ტკივილის, არამედ არაპროდუქტიულობის მიზეზიც შეიძლება გახდეს. შესაბამისად, სამუშაო სივრცეში კარგი განათების როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია ბუნებრივი და ხელოვნური განათებების დაბალანსება. არსებობს კვლევები, რომლის მიხედვითაც, ბუნებრივი განათება ოფისში ზნეობრივ ყოფაქცევაზე დადებითად მოქმედებს, ენერგიის ზონეს ზრდის და სტრესის დონეს ამცირებს.

განათებებზე, დამატებით, სარკეებისა თუ ლითონის ზედაპირის დაყენებაც შეიძლება, რაც თავის მხრივ, სივრცის გაზრდას უზრუნველყოფს.

ფანჯრებითუ ოფისში პატარა ფანჯრები გაქვთ, იფიქრეთ მათი უფრო დიდით ჩანაცვლებაზე. დიდი ფანჯრიდან უფრო ბევრი ჯანსაღი ჰაერი შემოვა და ფანჯრიდან გადახედვაც მეტად სასიამოვნო იქნება.

თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ დააყენოთ ფანჯრები, რომელიც სითბოსა და სიგრილეს ინარჩუნებს.

იატაკი
ხალიჩების, ხის, ვინილის, კორპისა თუ რეზინის იატაკების დაგება მშვენიერი იდეაა. კრიტერიუმები, რის მიხედვითაც იატაკი უნდა შეირჩეს, არის, რამდენად გამძლეა, მარტივად იწმინდება და პრიალაა.

ფერებისამუშაო სივრცე უნდა გარდაიქმნას ისე, რომ შთაბეჭდილება მოახდინოს როგორც თანამშრომლებზე, ისე უბრალოდ, კომპანიის სტუმრებსა თუ კლიენტებზე. ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა ინტერიერის დიზაინში სხვადასხვა ფერის შეტანაა.

ცნობილია, რომ ფერები ადამიანების განწყობას, ენერგიასა და პროდუქტიულობას ამაღლებს. მოერიდეთ ნეიტრალურ ფერებს, როგორიცაა: თეთრი ან ნაცრისფერი და ამის ნაცვლად, გამოიყენეთ, მაგალითად: ლურჯი, წითელი, მეწამული, ყვითელი, ფორთოხლისფერი, მწვანე და სხვა.

სამუშაო მაგიდა
დღეს ასრებული ტრენდი, რომ კორპორაციები საერთო სამუშაო სივრცედ გარდაიქმნებიან, შეიძლება ითქვას, მუშაობს. შესაბამისად, ღია ოფისს, საოფისე ტექნიკაც შესაბამისი სჭირდება. მაგალითად, დიდი მაგიდა და გრძელი სკამი, რომელზეც თანამშრომლები მარტივად შეძლებენ კოლაბორაციას.

დიზაინის ასეთი გადაწყვეტა ოფისის სივრცეს უფრო დიდს გამოაჩენს და თანამშრომლების კოლაბორაციასაც შეუწყობს ხელს.

სივრცის გასაზრდელად, ასევე, ვერტიკალური სათავსოების გამოყენება შეიძლება – თაროებისა და უჯრების დამატებით.

მცენარეებიმცენარეები ოფისში, იმის მიუხედავად, რომ ვიზუალურად სასიამოვნოა, პოზიტიურად მოქმედებს, როგორც თვითონ თანამშრომლებზე ისე, ზოგადად, ბრენდის იმიჯზე, ვიზიტორების თვალში. არაერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ოთახის მცენარეები სამუშაო გარემოში სტრესს ამცირებს. ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კვლევაში მონაწილეების სისხლის წნევა იყო უფრო დაბალი, როცა მცენარეები ინტერიერის დიზაინში ჩართულები იყვნენ. კვლევამ, ასევე, დაადასტურა, რომ კონცენტრაციისთვისაც კარგია მცენარეები.

მცენარეებს ოფისებში შეუძლიათ გააუმჯობესონ ჰაერის ხარისხი. ასევე, ასტაბილურებენ ტენიანობის დონეს.

მცენარეების ყოლა დიზაინის, პროდუქტიულობის, დაბალი სტრესისა თუ ზოგადად, ბრენდის კარგი იმიჯის კუთხით, ეფექტური გამოსავალია.

მთავარია, გახსოვდეთ, რომ პატარა ცვლილებებსაც კი შეუძლია, ოთახი ნათელ, უფრო დიდ, ანდაც, უფრო მყუდრო სივრცედ გარდაქმნას. რაც მთავარია, სივრცე თანამშრომლების საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული და კარგ სამუშაო სივრცეში ჩადებული ინვესტიცია, გრძელვადიან პერსპექტივაში, მთლიან ბიზნესზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

რუბრიკა „გარემოს“ წარმდგენია „მწვანე ქალაქი ლისზე“.

განხილვა