15
Jan
2015

ქართული კურორტების კონკურენტები ანუ ჩრდილოეთ კავკასიის კურორტები და მათი ბრენდინგი.

15 Jan 2015

კომპანია Volga-მ ჩრდილოეთ კავკასიის კურორტების რებრენდინგი წამოიწყო.

რებრენდინგი კორპორატიული ბრენდის შექმნას და ჩრდილოეთ კავკასიის კურორტების კულტურული და ეკოლოგიური პოტენციალის გაზრდას და მის პოპულარიზაციას  გულისხმობს.

KSK_01

კრეატორებმა ნაციონალური ორნამენტებით იხელმძღვანელეს, რის შედეგადაც კურორტების ერთიანი სიმბოლო შეიქმნა. ავტორების აზრით დიზაინის ელემენტები თანამედროვე ვიზუალური მოთხოვნების მიხედვით შეიქმნა და სპორტული ხასიათის მატარებელია. მთლიანი სისტემის საშუალებით კავკასიის მიმართ დაინტერესების გაზრდას იმედოვნებენ. მიუხედავად კორპორატიული ბრენდინგისა, კრეატორებმა ცალკეული კულტურული მახასიათებლების შენარჩუნება სცადეს.

მთავარ კითხვაზე ჯერ პასუხი არ არის – შექმნის თუ არა რებრენდინგი კავკასიის ტურისტულ აუდიტორიას. 2014 წლის მონაცემებით ზამთრის და ზაფხულის სეზონის განმავლობაში კურორტს  100 ათასი ტურისტი ესტუმრა.

KSK_03 KSK_04 KSK_05 KSK_08 KSK_09 KSK_10 KSK_11 KSK_12 KSK_14 KSK_18 KSK_19 KSK_23 (1) KSK_27

განხილვა