როგორი იყო ცხოვრება ათასობით სხვადასხვა აპლიკაციის შექმნამდე? ეს ის დრო იყო, როდესაც საზოგადოება ქაღალდზე დატანილი რუკებით სარგებლობდა და ტელეფონის ნომრებიც პატარა წიგნაკში ეწერა. ერთი სიტყვით, ცხოვრება ნამდვილად უპრობლემო და ჩვეულებრივი იყო. თუმცა, მოდით ახლა წარმოიდგინეთ უახლოესი მომავალი ამ პროგრამების გარეშე: უგზო-უკვლოდ მიმავალი დაბნეული ხალხი, სელფის გარეშე დარჩენილი გაგიჟებული გოგონები, თამაშებს მოწყურებული ატირებული ბავშვები და ა.შ. როგორც ჩანს, სწორედ ასე ხედავს Apple-ი აპოკალიფსს. რგოლი სპეციალურად კომპანიის ყოველწლიური, მსოფლიოს დეველოპერთა კონფერენციისთვის (WWDC) შეიქმნა და სულ რაღაც, რამდენიმე საათის განმავლობაში, უკვე ერთ მილიონზე მეტი ნახვაც დააგროვა.
https://www.youtube.com/watch?v=FC0pT9xg1oI