in

წარმოიდგინეთ, სამყარო შუა ნაწილის გარეშე — State Street Global Advisors-ის კამპანია

BOG
BOG

იმისთვის, რომ ადამიანებს საშუალო კაპიტალის მნიშვნელობა უკეთ გაეაზრებინათ, სამყარო შუალედების გარეშე გვაჩვენეს. რეკლამაში ვხედავთ, რომ, მაგალითად, ქოლგა შუა ნაწილის გარეშე სრულიად უსარგებლოა, ასეთი ავტობუსი კი ცოტა სასაცილოდაც გამოიყურება…

კამპანია State Street Global Advisors-მა საშუალო კაპიტალის მქონე ETF-ს გამო წამოიწყო. აქ ხშირად მეორდება ფრაზა — შუა ნაწილს ყველაფრის შეცვლა შეუძლია, რაც ირიბად საშუალო კაპიტალის როლზეც მიგვითითებს. ეს იმ ადამიანთა აზრის შეცვლას ემსახურება, რომლებიც ხშირად ფიქრობენ, რომ მსხვილი და წვრილი კაპიტალის ფლობით მთლიან ბაზარს მოიცავენ, აქ კი რეალურად დიდი მნიშვნელობა საშუალო რგოლს ენიჭება.

რეკლამაზე სააგენტო McCann Worldgroup-მა იმუშავა.

კრაკენ ქუთაისი და ედვენი გილოცავთ ქუთაისობას — გვირილობისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი

ლიბერთი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების მხარდაჭერას აგრძელებს