in

სამყაროს გაფართოება მალე შეწყდება — კვლევა

სამყარო არა მხოლოდ ფართოვდება, არამედ აჩქარებს ამ გაფართოებას. ამიტომაც, მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს პროცესი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. თუმცა პრინსტონის უნივერსიტეტში მომუშავე 3 ფიზიკოსი სხვაგვარ ვარაუდს გამოთქვამს.

M2
M2

მათი ახალი მოდელის QDSCCDM თანახმად, სამყაროს გაფართოება, შესაძლოა, დაახლოებით 100 მილიონ წელში შეწყდეს. ეს ჩვენი გადმოსახედიდან ძალიან დიდი დროა, მაგრამ კოსმოსური მასშტაბების გათვალისწინებით, საკმაოდ მცირე დროის ინტერვალს წარმოადგენს. ამის შემდეგ კი სამყარო საპირისპირო პროცესს, შემჭიდროებას დაიწყებს — ანუ, „დიდი აფეთქების“ საწყისი წერტილისკენ დაბრუნდება.

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერები 3 მოდელს გვთავაზობენ. თითოეული მათგანი ბნელი ენერგიის ბუნებას შეესაბამება, რადგან აჩქარებას სწორედ მას უკავშირებენ. პირველი მოდელის თანახმად მომავალში კოსმოსი უფრო და უფრო სწრაფად გაფართოვდება. მეორის მიხედვით კი პროცესი შენელდება. რაც შეეხება მესამე მოდელს, ის სამყაროს ავტომობილთან აიგივებს, რომლის მძღოლმაც საწყისი წერტილიდან სრული სიმძლავრით დაიწყო სვლა და ახლა სიჩქარის სატერფულს ნელ-ნელა აშორებს ფეხს. ეს იმას ნიშნავს, რომ გაფართოება იმაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ვიდრე ოდესმე, მაგრამ მის მიღმა აჩქარება ადრინდელზე ნაკლებია.

საბოლოოდ, ამ სცენარში აჩქარების პროცესი შეჩერდება. მას შემდეგ, რაც სამყაროს გაფართოება სტაბილური გახდება, ის დაიწყებს შენელებას, ვიდრე საბოლოოდ ყველაფერი შეწყვეტს გაფართოებას და დაიწყებს შეკუმშვას.

Soft Motion – SAP-ის ოქროს პარტნიორი საქართველოში

Bublé-სა და მაიკლ ბუბლეის კამპანია გრძელდება — See the Bublé side