in

ასტრონომები სამყაროს ყველაზე დეტალური 3D რუკის შექმნაზე მუშაობენ

პროექტი DESI (Dark Energy Spectroscopic Instrument) ნათელს მოჰფენს ბნელი ენერგიის საიდუმლოებას

ცის ახალი ამბიციური კვლევა მიზნად ისახავს, სამყარო სამგანზომილებიანი მოდელით წარმოგვიდგინოს – ათი მილიონი გალაქტიკა და კოსმოსის ევოლუცია. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ პროექტი DESI (Dark Energy Spectroscopic Instrument) ნათელს მოჰფენს ბნელი ენერგიის საიდუმლოებას და, შესაძლოა, თავად გრავიტაციის ბუნების გაგებაშიც დაგვეხმაროს.

სამყაროს ჩვენს ნაწილში გალაქტიკა და გალაქტიკური ჯგუფები დომინირებს – როგორც მასშტაბური რუკა გვიჩვენებს, ეს გალაქტიკური ჯგუფები უზარმაზარ “ძაფებს” უკავშირდება, რომლებიც მრავალი მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მიუხედავად ამ ცოდნისა, ასტრონომებს ჯერ კიდევ არ ესმით სრულად, როგორ გაჩნდა ეს მდიდარი სტრუქტურა. თუმცა ფაქტია, სამყაროს გაფართოვებისთანავე, კოსმოსში არსებული ობიექტები ერთმანეთს დაშორდნენ.

“DESI-ის მონაცემების გამოყენებით, მაქსიმალურად ვცდილობთ გრავიტაციის ჩვენებური თეორიის შემუშავებას” – ამბობს რიზა ვექსლერი, სტენფორდის უნივერსიტეტის კოსმოლოგი. თუმცა სურათს საკმაოდ ართულებს ბნელი ენერგია, იდუმალი გრავიტაციის საწინააღმდეგო ძალა.

მიუხედავად იმისა, რომ DESI ახალია, მის მიერ გამოყენებული ტელესკოპი ახალი არ არის იგი ჩაწერს არა მხოლოდ გალაქტიკის სინათლეს, არამედ მის სპექტრს, გაზომავს რა რაოდენობის სინათლეს ასხივებს მოცემული ობიექტი სპეციფიკურ ტალღურ სიგრძეზე. თავის მხრივ, სპექტრული მონაცემები ასტრონომებს საშუალებას აძლევს, დაადგინონ, რამდენად შორსაა თითოეული გალაქტიკა.

გარდა ამისა, ორი ძირითადი ტექნოლოგია DESI-ის გალაქტიკის დამპყრობლად აქცევს. პირველი ეს არის სპეციალური ერთი მეტრი დიამეტრის მქონე ობიექტივი, რომელიც ტელესკოპის მხედველობით ველს სამ გრადუსზე მეტით, რაც მთვარის აშკარა სიგანეზე ექვსჯერ მეტია. (ტიპურ პროფესიონალურ ტელესკოპებს ერთ გრადუსზე ნაკლები ხედვის არეალი აქვთ). შესაბამისად, რაც უფრო ფართოა ხედვის არეალი, მით მეტი გალაქტიკის შესწავლა შეიძლება ერთდროულად.

ამასთან, ამ ობიექტივში გავლის შემდეგ სინათლე 5000 ოპტიკური ბოჭკოების მასივს ხვდება, რომლებიც ყოველი ცალკეული გალაქტიკიდან სინათლეს სპექტროგრაფების ნაკრებისკენ მიმართავს – შედეგად იზომება, რამდენ შუქს გამოსცემს თითოეული გალაქტიკა სხვადასხვა ტალღის სიგრძეზე. თანაც, DESI-ის წინა კვლევებზე წვდომის ფუნქციიდან გამომდინარე, თითოეული ბოჭკო შეიძლება განთავსდეს ისე, რომ კონკრეტული გალაქტიკის შუქს “შეუსაბამოს”. სწორედ ეს არის მეორე ძირითადი ტექნოლოგია – ავტომატიზაცია.

გამოკვლევა, სავარაუდოდ, ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ათჯერ მეტ გალაქტიკას ასახავს, ვიდრე ყველაზე საფუძვლიანი წინა გამოკვლევა Sloan Digital Sky Survey, რომელმაც მონაცემების შეგროვება 2000 წელს დაიწყო.

ობიექტების ლევიტაცია უკვე მხოლოდ ხმის მეშვეობითაც შესაძლებელია!

„საქართველოში, E-Commerce ბაზარი, 2025 წლისთვის, ₾1.1 მილიარდამდე გაიზრდება“ – Galt & Taggart-ის კვლევა