in

სამზარეულო ტაფის, ქვაბის, შაქრის და მარილის გარეშე

იდეა ეფუძნება სამზარეულოს მინიმალისტურ კონცეფციას, რაც გულისხმობს რესურსების მინიმალური გამოყენებით, ყველანაირი სამზარეულოს ინვენტარის გარეშე, მათ შორის ტაფის ქვაბის, საცხობის,  ასევე – ყველანაირი ქიმიური დანამატებისა და კონსერვანტების გარეშე ბუნებაში არსებული შეუცვლელი ფორმით – მხოლოდ წყლის გამოყენებით, ცოცხალი პროდუქტებისგან კერძების მომზადებას. საიდუმლო კი, 2 უძველესი ტექნოლოგიის გამოყენებაშია: გაღვივებასა და გამოშრობაში. ეს მიმდინარეობა ცნობილია, როგორც raw foodism, შეიძლება ითქვას ეს არის გლობალური მოძრაობა, რომელიც განსაკუთრებით ტრენდული და მოდური გახდა ბოლო წლების განმავლობაში ევროპასა და ამერიკაში.  ეს არის ყველაზე ჯანსაღი და ჩვენი ჯანმრელობისთვის ყველაზე უსაფრთხო კვება.

BOG
BOG

სალომე კალანდაძე და მარიამ გოგიტიძეიდეის ავტორები.

ალომე კალანდაძე: ბავშვობაში ვოცნებობდი ჯადოსნური ჯოხი მქონოდა და მისი ერთხელ დაკვრით ნებისმიერისთვის შემძლებოდა სურვილის ასრულება, ისე რომ ყველა ადამიანი ბედნიერი და ჯანმრთელი ყოფილიყო, ანუ “ვანდერ ვუმენობა” მინდოდა, რომელიც სამყაროს გადაარჩენდა.

ჩემი ძირითადი საქმიანობა იყო და ეხლაც ვაგრძელებ – იურიდიულ მომსახურებას აუთსორსზე კომპანიებისთვის, ასევე ვარ – პატენტრწმუნებული (patent attorney). თუმცა უფრო მეტად გულწრფელი და ზუსტი თუ ვიქნები, როდესაც მეკითხებიან პროფესიას, ვპასუხობ ხოლმე – მე ვარ ადვოკატი და დედა.

უმაღლესი განათლება მივიღე, კავკასიის უნივერსიტეტში, სამართალმცოდენობის მიმართულებით და მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ჩავაბარე ჯიპაში, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.

პროექტის “შარქ თენქ საქართველოს” შესახებ გავიგეთ ბოლო დღეს, გორის რაიონში, ჩვენს მეგობართან და ქართველ უყოჩაღეს მეწარმესთან ვიყავით სტუმრად მიწაზე სამუშაოდ და დასათესად. თავიდან ვფიქრობდით, რომ დრო არ გვეყოფოდა და ჩემი გამოცდილი მეგობარიც ასე გვირჩევდა, რომ ჯობდა კარგად მოვმზადებულიყავით და დაგვეცადა, მაგრამ ვფიქრობდი რომ მთელი 1 წელი ამისთვის მომზადების მეტს არაფერს ვაკეთებდით და ჩვენზე უკეთ არავინ იცოდა რა გვჭირდებოდა. ამიტომ როდესაც ასეთი შანსი მოგვეცა, რომ ეს ამბავი სხვისთვისაც მოგვეყოლა, ვფიქრობდით გადადებული საქმე გადაგდებული იქნებოდა და ეს მიდგომა ყოველთვის გვეხმარებოდა.

პროექტში მონაწილეობისას ის მოლოდინი მქონდა, რომ  ადამიანების ფართო აუდიტორია გაიგებდა ჩვენს შესახებ და ის აღფრთოვანება რაც გვქონდა, მათაც გადაედებოდათ. მაგრამ საეჭვო იყო, ასეთ ინოვაციურ მიდგომას, ბიზნესის გადმოსახედიდან რამდენად სწორად დავანახებდით და ეს არის შესანიშნავი, რომ პავლე არის ადამიანი, რომელმაც ზუსტად დაინახა და გაიგო, რომ ეს არის მომავლის საკვები და ასეთი დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა, რადგან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მისი გამოცდილების გაზიარება და მასთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა. ერთია, რომ ბიზნესს აკეთებ და მეორეა – რომ აკეთებ ბიზნესს რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის სამყაროს. თანამედროვე ბიზნეს სამყაროში უკვე უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს  სოციალურ პასუხისმგებლობას, რომ ვაკეთოთ ბიზნესი ისე რომ გარემოს და დედამიწის რესურსებს ამით ზიანი კი არა, პირიქით – სიკეთე მოვუტანოთ.

არიამ გოგიტიძე: ბავშვობაში ბევრ რამეზე მეფიქრებოდა. მაგალითად, მინდოდა მოცეკვავე გავმხდარიყავი, დიდი ყვავილების ბაღი მქონოდა, სადაც შველი ირბენდა, კოსმოსში სპოლოებთან ერთად გაფრენაზეც ვოცნებობდი. კიდევ, ნაყინი ძალიან მიყვარდა და სანაყინე მინდოდა მქონოდა. მაშინ საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ეს ერთი შეხედვით, ცივი, სახალისო ნუგბარი ამდენად საზიანო იყო.  დიახ, დიახ, ოცნებები ხდება და ახლა საკუთარი კაფე მაქვს, სადაც 100% ჯანსაღი, მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან დამზადებული ნაყინი შემიძლია მივირთვა.

პროფესიით იურისტი ვარ, ადვოკატი და პატენტრწმუნებული. შემეცნების პროცესი და ახლის სწავლა ბავშვობიდან მიზიდავდა, ამიტომ ბევრ უნივერსიტეტშიც ვისწავლე და ბევრ პროფესიათანაც გადავიკვეთე. კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა), ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში, ტალინის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ვსწავლობდი სხვადასხვა დროს.

ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ასე  ვთქვათ, ჩემი პიროვნების განუყოფელი ნაწილია. ამის გარეშე, ასე მგონია, უბრალოდ გავფანტავ ჩემს პოტენციალს. გულის სიღრმეში, ჩვენ ხომ ყველას გვინდა დედამიწაზე სასიკეთო კვალი დავტოვოთ. მე მჯერა, რომ ეს ყველას შეგვიძლია, თუ მოვინდომებთ, ვიმუშავებთ საკუთარ თავზე და არ ვიზარმაცებთ – აი, ეს არის ის წარმოსახვითი ჯადოსნური ჯოხი, ბავშვობაში რომ ვნატრობდით ხოლმე.

არქ თენქ საქართველოს” პროექტში მონაწილეობის იდეით მაშინვე მოვიხიბლეთ და გადავწყვიტეთ, მონაწილეობა მიგვეღო. გადაცემის მსოფლიო ანალოგებსაც ვუყურეთ და ცოტა არ იყოს გვეეჭვებოდა, რომ შევძლებდით ცოცხალი სამზარეულოს მნიშვნელობის სწორად წარმოჩენას და დაფინანსების მიღებას.

საბედნიეროდ, მეც და სალომეც ორივე რისკიანები ვართ და კიდევ კარგი, არ დავუჯერეთ, სხვების რჩევებს, ჯერ თავი შეგვეკავებინა პროექტში მონაწილეობისგან.

ამომავლო ნაბიჯების გადადგმა იქიდან იწყება, რომ მოპოვებული 70 000 ლარის დაფინანსების საშუალებით წარმოების გაფართოებას ვიწყებთ, რადგან ფაქტობრივად არ არსებობს  ჯანსაღი ალტერნატივები ბაზარზე. გვინდოდა, რომ ვიღაცას ეზრუნა ადამიანებზე და გარემოზე და ეთქვა, რომ არ შეიძლება ამის ჭამა და უნდა გადავაგდოთ ტაფა, ქვაბი, შაქარი და სხვა ქიმიური დანამატები. საკვები არის მხოლოდ მცენარე და მისი აღმონაცენი.


გეტყვით იმასაც, რომ შარქ თენქს საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი.

მედ.კო – სამედიცინო მომსახურება ბინაზე

ახალი AI სისტემა ორგანიზმში შაქრის დონის კონტროლში გვეხმარება — მიირთვით ის, რაც გსურთ