in

#სადანროგორ: ღონისძიებები 9-13 აგვისტო

ზაფხული ზაფხულს თითქოს აღარ ჰგავს, რაც ნამდვილად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე. ცუდს ამინდებს ბოლო ჯერ არ უჩანს და რამ უნდა გაგახალისოთ, თუ არა, კარგმა ივენთმა. კარგი ივენთები კი ნამდვილად არ გვაკლია. მარკეტერი ტრადიციულად წარმოგიდგენთ რუბრიკის #სადანროგორ გემოვნებიან ღონისძიებებს:

BOG
BOG

 

Rhythm ○ Georgian Alternative

9 აგვისტოს ბარ პოლიტიკაში სანდრო ცქიტიშვილი და ჯაბა შავიშვილი წარმოგიდგენთ მუსიკას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში საქართველოში ყოველთვის იკვრებოდა, მაგრამ ან მსმენელთა მისასვლელი პლატფორმა არ მიეცა, ან უბრალოდ რაღაც მიზეზთა გამო, მიივიწყეს. აქ არ იქნება მხოლოდ ანდეგრაუნდი; სტუმრები მოისმენენ იმასაც, რაც ათწლეულების წინ პოპულარული იყო, ახლა კი არსად ისმის.

HOROOM: ■ HVL ■ KVANCHI

9 აგვისტოს, HOROOM-ის ოთახში კლუბის BASSIANI / HOROOM რეზიდენტი და ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი HVL და BASSIANI RECORDS-ის A&R KVANCHI დაუკრავენ. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

DJ Playstation 4

9 აგვისტოს ქაოსი DJ Playstation 4-ს, იგივე ნიკუშა გაბისკირიას საღამოს გამართავს. იგი 18 წლისაა და ასაკის მიუხედავად, მუსიკალურ წრეებში კარგად არის ცნობილი. დიჯეის კარიერის დაწყებამდე ის მუსიკალურ წრებში პროდიუსერად გაიცნეს. მისი Release – Hate, Industrial Techno United, Insane Industry, SCTR & COUP დადებითად შეფასდა და დღემდე წარმატებით სარგებლობს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Small Room: Ninasupsa • Neux

10 აგვისტოს კლუბი “მტკვარზე” Ninasupsa-სა და Neux-ს მასპინძლობს. შუაღამემდე კლუბში შემოსვლის საფასური 10 ლარი იქნება, შემდგომ კი – 20. ონლაინ ბილეთების ფასი – 15 ლარი. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე. 

Svansikh Live PA at Sector 26

10 აგვისტოს ბათუმში, Sector 26-ში ქართული დუეტის Svansikh-ის საღამო გაიმართება. Svansikh პოპ მუსიკის ჟანრში მოღვაწე დუეტია, რომელსაც ბაჩო სვანიძე და ანანო სიხარულიძე ქმნიან. ბილეთის ფასი 20 ლარია.

SEV in Batumi @UP2U

10 აგვისტოს ბათუმში, კლუბ UP2U-ში SEV-ის კონცერტი ჩატარდება. კარი 22:00 სთ-ზე გაიღება. SEV-ის შემდეგ კი სცენას დიჯეი დაიკავებს. ბილეთებისთვის ეწვიეთ ბმულს. 

Thirty Seconds To Mars | Black Sea Arena

13 აგვისტოს Black Sea Arena ბენდ Thirty Seconds to Mars-ს უმასპინძლებს. იგი ამერიკული როკ პროექტია, რომელიც 1998 წელს ორმა ძმამ, Jared Leto და Shannon Leto-მ შექმნა. ბილეთების გაყიდვა უკვე დიდი ხანია, დაწყებულია. მათ შეძენას tkt.ge-ზე შეძლებთ.

როგორ მოვხვდეთ სუპერგმირების სამყაროში? – “მინისო” Marvel-ის კოლექციის პრეზენტაციას მართავს

კიბერდანაშაული, როგორც XXI საუკუნის გლობალური გამოწვევა