16
Jul
2018

სან დიეგოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 12 ქართველი სტუდენტი კვლევით პროგრამას კალიფორნიაში გაივლის!

16 Jul 2018

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 12 წარმატებული ქართველი სტუდენტი საზაფხულო კვლევის პროგრამის ფარგლებში სან დიეგოში, კალიფორნიაში გაემგზავრა. სტუდენტები ორი თვის მანძილზე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსზე, პროფესორების მეთვალყურეობით იმუშავებენ სხვადასხვა ინოვაციურ კვლევებსა და პროექტებზე ქიმია-ბიოქიმიის, ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლების, კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის დარგებში.

 

საზაფხულო კვლევის პროგრამა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას ეწვიონ უნივერსიტეტის მთავარ კამპუსს კალიფორნიაში, იმუშაონ დარგის წამყვან სპეციალისტებთან და უახლესი კვლევების გათვალისწინებით, დანერგონ ახალი, ინოვაციური მიდგომები და მეთოდები ტექნოლოგიურ დარგებში. პროგრამა წელს პირველად ამოქმედდა იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც საინტერესო იდეა ჰქონდათ და კვლევის აშშ-ში გაგრძელება სურდათ. გამარჯვებული პროექტები კვლევისა და შემოქმედებითი საქმიანობის ფართო სპექტრს მოიცავს. ქართველ სტუდენტთა შორის, კამპუსზე იმყოფება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი დავით სოსელია:

M: რა მოლოდინი გქონდა და როგორ წარიმართა სამუშაო პროცესი სან დიეგოში?

კვლევისთვის ლაბორატორიაში სან დიეგოს ლექტორმა Dr.Mahasweta Sarkar მა მიმიწვია. ეს პროექტი ზუსტად ემთხვეოდა ჩემს კვლევით ინტერესებს – მანქანურ სწავლას, კომპიუტერულ ხედვას და ღრმა სწავლას. მინდოდა მემუშავა გამოწვევაზე კალიფონიაში, სადაც პროექტების მასშტაბი ბევრად დიდია და კვლევები ნამდვილ სიახლეებზე მუშაობის საშვალებას გაძლევს. პროექტმა ცოდნის სრულად გამოყენების საშუალება მომცა და პროფესორის დახმარებით, ცოდნის გაღმავებისკენ მიბიძგა. გამოვიყენეთ წყება ალგორითმები: boosted decision trees, random forests, RNNs სენსორების და კონვოლუციური ნეირონული ქსელების სხვადასვა მოდელები ვიზუალური ანალიზისთვის. პროფესორის გადაწყვეტილებით, მაღალრეიტინგულ ჟურნალში ვაპირებთ ნაშრომის გამოქვეყნებას.

M: რა იყო შენთვის თვალსაჩინო სასწავლო პროცესში?

უნივერსიტეტში პროფესორებზე მიბმული დამოუკიდებელი ლაბების არსებობა, რომელშიც სტუდენტებს პროფესორთან ერთად კვლევის წარმოდების, კონფერენციებზე გასვლის, გრანტების აღებისა და იმპლემენტირების სივრცეს შეუქმნის. ეს სტრუქტურა უწყობს ხელს როგორც სტუდენტის ასევე უნივერსიტეტისა და ქვეყნის განვითარებას.

დავითის პროექტისგან რადიკალურად განსხვავებულ მიმართულებაზე მუშაობენ დავით ამაშუკელი და ვახტანგ დონაძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიტერული ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოში. კვლევის ფარგლებში სტუდენტები დაამუშავებენ და დააკვირდებიან უნიკალურ მიდგომას, რომლის პროექტის სახელწოდებაა „ცხოველთა აქტივობა ბუნებრივ გარემოში, IOT- ის გამოყენებით”.

M: როგორი იყო შერჩევის პროცესი?

ვახტანგ დონაძე: იმისათვის, რომ ამ პროგრამაში მოვხვედრილიყავით, საჭირო იყო დაგვემყარებინა კონტაქტი პროფესორთან სან დიეგოში, რომელიც თანახმა იქნებოდა შევეშვით თავის ლაბორატორიაში და ჩავერთეთ მიმდინარე კვლევაში. შერჩევითი პროცესის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი სწორედ პროფესორის მოძებნა და თანხმობის მიღება იყო. ყველა სტუდენტს, ვინც კი თანხმობას მიიღებდა, შეეძლო მონაწილეობა მიეღო ამ პროგრამაში, თუმცა ვინაიდან ეს ვიზიტი გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომელიც ქართლი მასშტაბებით არც თუ ისე ცოტაა, უნივერსიტეტმა გადაწყვიტა დაგვხმარებოდა და სრულიად დაეფინანსებინა 12 სტუდენტის ვიზიტი. ამ 12 სტუდენტის შერჩევა დამოკიდებული იყო როგორც აკადემიურ მისწრებებზე, ასევე სამოტივაციო წერილსა და ფინანსურ მდგომარეობაზე. საერთო ჯამში, პროგრამაში მონაწილეობას 19 სტუდენტი იღებს, რომელთაგან 12 უნივერსიტეტმა დააფინანსა.

M: შენი ხედვით, რა მოგცა ამ პროექტმა?

ეს პროგრამა უნიკალური შანსია ისეთი პრაქტუკული ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად, რაც მხოლოდ ლაბორატორიაშ, მუშაობითაა შესაძლებელი. სამეცნიერო და საინჟინრო დარგებში პრაქტიკული გამოცდილება იმდენადვე, ან ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანიცაა, ვიდრე თეორიული ცოდნა და კვლევაში მონაწილეობის მიღება სწორედ ამ პრაქტიკულ ცოდნას გვაძლევს. რეალურ პროექტზე მუშაობა ლაბორატორიაში საშუალებას გვაძლევს სიღმისეულად გავერკვეთ იმაში, თუ რას გულისხმობს ის დარგი, რომელიც ავიჩიეთ და ვსწავლობთ.

M: რას მოიცავდა კვლევა, რომელზეც მუშაობდი მეწყვილესთან ერთად?

ამ კვლევის მთავარი იდეა არის ცხოველების ჯგუფების ფორმირების პროცესის შესწავლა, კერძოდ კი დაკვირვება მოხდება შიმპანზეებზე. კვლევა ტარდება ორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით: SDSU და UCSD. ექსპერიმენტი შემდგომში მდგომარეობს: შეირჩევა შიმპანზეების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც განთავსდებიან სპეციალურად მოწყობილ ახალ გარემოში, ამ შემთხვევაში, სპეციალურ კუნძულზე. ჩვენი მიზანია, დავაკვირდეთ და დავინახოთ შიმპანზეების ინტერაქციის პროცესი, როგორ იწყებენ სოციალიზაციას და ქმნიან ჯგუფებს.

შოთა ამაშუკელი: “პროფესორ ბარის აკსანლის მეთვალყურეობის ქვეშ, სტუდენტები იმუშავებენ სპეციალური აპარატურის შექმნაზე, პორტატული კამერის დიზაინით, რომელიც აღჭურვილი/მიმაგრებული იქნება თითოეულ შიმპანზე. ამ კამერის გამოყენებით, ის შეძლებს დააკვირდეს როდის და კონრეკტულად რომელი შიმპანზეები ახდენენ ერთმანეთთან ურთიერთქმედებას/კომუნიკაციას.  მოწყობილობა მთელი დღის განმავლობაში შეაგროვებს და შეინახავს მონაცემებს. ამ tracker/კამერაში ჩვენ ვიყენებთ BLE (Bluetooth დაბალი ენერგიის) მოდულებს. ეს არის ძალიან ინოვაციური, საიმედო კვლევა, რომელიც მეცნიერებს შეუქმნის ზოგად წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება და ფორმირდება ჯგუფები და ერთობლიობები ბუნებაში”.

12 ქართველი სტუდენტი, რომელიც ამჟამად იმყოფება სან დიეგოში კვლევით ვიზიტზე, შეძლებს არსებული ცოდნისა და გამოცდილების ლაბორატორიებში ინტეგრირებას და ადგილზე შრომითა და პრაქტიკით მეტად სიღრმისეული ცოდნის მოპოვებას. როგორც SDSU საბაკალავრო კვლევის დირექტორმა ლიზა კატმა აღნიშნა, – “ეს შესაძლებლობა საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ ჭეშმარიტად კრიტიკული უნარები, რათა შემდგომ მიიღონ მონაწილეობა კურსდამთავრებულ პროგრამებში ან დასაქმდნენ მათ მიერ შერჩეულ დარგებში”.

[R]

განხილვა