in

დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება” ეგვიპტეში დააჯილდოვეს

ეგვიპტეში გამართულ კინოფესტივალზე Aswan International Women Film Festival მარიამ გულბანის დოკუმენტურმა ფილმმა “სანამ მამა დაბრუნდება”, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.

BOG
BOG

“სანამ მამა დაბრუნდება” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა, მისი მსოფლიო პრემიერა კი ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაშიც მიიღო მონაწილეობა. “სანამ მამა დაბრუნდება-ს” ჩვენება ახლახან პრაღასა და კოპენჰაგენშიც გაიმართა.

მარიამ გულბანის ფილმი ორი გოგონას მეგობრობას ეხება, მოვლენები კი პანკისის ხეობაში ვითარდება.

სარა ბლეიქლი – მილიარდერი, რომელმაც ბიზნეს-იმპერია პირად დისკომფორტზე ააგო

“პოკემონი, დეტექტივი პიკაჩუს” ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა