in

ნახეთ: ზღვის სანაპიროზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშები

ამგვარი მუშაობის პრაქტიკა ერთგვარი თერაპიული ხასიათისაა

ზღვის სანაპირო ბევრი ადამიანისთვის განტვირთვასა და გართობასთან ასოცირდება, მაგრამ ხელოვანმა ჯონ ფორმენმა ის საკუთარ შემოქმედების სივრცედ აქცია. ლენდ-არტის წარმომადგენელი ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად შერჩეულ ადგილზე არსებულ საგნებს იყენებს, როგორიცაა, მაგალითად, გატეხილი მინა, ნაცარი, ნამსხვრევები და ა. შ.

იქიდან გამომდინარე, რომ ფორმენის ნამუშევრები გარემოპირობებსა და კლიმატზეა დამოკიდებული, თითოეული მათგანი, შესაძლოა, მალე გაქრეს. თუმცა ეს ფაქტორი მისთვის მეორეხარისხოვანია – როგორც თავად აღნიშნავს, ლენდ-არტი ერთგვარი თერაპიაა, რომელიც ყოველდღიური სტრესისგან თავის დაღწევაში ეხმარება.

ჩინეთის მარსმავალმა წითელ პლანეტაზე საუკეთესო “სელფი” გადაიღო!

ნიკა მაჩაიძის მუსიკალური ანთოლოგიის სერია CES Records-ზე გამოვა