10
Oct
2019

სანდრა ო და თავაზიანობა, რომელიც კანადელებს სჩვევიათ

10 Oct 2019

Elit Electronics
Elit Electronics


 

კანადელები გამოუსწორებელი თავაზიანობით გამოირჩევიან და გარდა ამისა, ისინი სიმშვიდეს მაშინაც კი ინარჩუნებენ, როცა სხვები, დიდი ალბათობით, მათ ადგილას გაბრაზდებოდნენ.

ზუსტად ეს სიმშვიდეა, რაც საჰაერო გადაადგილებისას მგზავრებს ძალიან ეხმარება. ყველაზე კეთილ ადამიანებსაც კი, რომლებმაც შეზღუდულ სივრცეში, შესაძლოა, საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგონ.

Air Canada-სთვის ძალიან მეგობრული კამპანია, ადამ რეიდის რეჟისორობით, Holiday Films-მა გადაიღო. ვიდეორგოლში კი სანდრა ო მონაწილეობს. კანადური წარმომავლობის მსახიობი, რომელიც, ჩვენთვის ყველაზე უფრო მეტად, „გრეის ანატომიიდანაა“ ცნობილი.

ნახეთ ძალიან სასიამოვნო ნამუშევარი, რომელიც ბრენდის ღირებულებებსაც კარგად წარმოაჩენს და კანადელების ხასიათსაც მშვენივრად აღწერს.

განხილვა