in

როგორ გადავწყვიტო, თუ ქართული პროდუქტის შექმნა მინდა? – სანდრო ლილუაშვილი

მთავარია, პირველი ნაბიჯი გადადგა! როგორც კი ამას გააკეთებ, მალევე, წარმოდგენა გექმნება მომდევნო ნაბიჯებზეც. ზოგადად, უცხო ბიზნესის რაობასა და მის მომავალ პერსპექტივებზე.

M2
M2

ალბათ, ყველას, ვისაც სამსახურში გიმუშავიათ, ერთხელ მაინც გქონიათ შეგრძნება, დილის 7 ან 8 საათზე მაღვიძარის მესამედ გათიშვის შემდეგ, რომ თითქოს თქვენი ცხოვრება არ გეკუთვნით და თითქოს ჯარში მსახურობთ.

21 წლის ასაკიდან მეც ვმუშაობ და მსგავს შეგრძნებას არაერთხელ შევუწუხებივარ, განსაკუთრებით კი, იმაზე ფიქრი არ მასვენებდა, რომ ჩემი შესაძლებლობები და ენერგია ჩემი პირადი საქმისთვის მინდოდა, მომეხმარა და არა – სხვისი ოცნებების ასასრულებლად.

ასე გრძელდებოდა 12 წელი, სანამ ერთ მშვენიერ დღეს, „აიფონ 5-დან“ „სამსუნგზე“ გადასვლისას არ აღმოვაჩინე, რომ უფრო დიდეკრანიანი „სამსუნგის“ ზედა ნაწილს თითით ვეღარ ვწვდებოდი. ეს ჩემთვის დიდი დისკომფორტი იყო. მობილურზე სამუშაოდ მეტი დრო მეხარჯებოდა. ცოტა ხანს ფიქრისა და ნახევარ საათს ჩემს სახელოსნოში მუშაობის შემდეგ მზად მქონდა მოწყობილობა, რომელიც ჩემს მობილურს უკნიდან მივაკარი. შუა და საჩვენებელი თითი მასში გავუყარე და ეკრანს თითი ბოლომდე მივაწვდინე! ჩემი გამოგონებით აღფრთოვანებული ვიყავი, იდეამ იმდენად გამიტაცა, რომ გადავწყვიტე, პროტოტიპი შემექმნა, გამოგონებაზე პატენტი ამეღო და ჩემი ნოუჰაუ საერთაშორისო ბაზრისთვის გამეცნო.

მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგანაც მალე აღმოვაჩინე, რომ ამ პრობლემას ჩემამდე სხვებიც შეუწუხებია და ის სხვები ჩემზე წინ იყვნენ, რადგან ამ პროდუქტს უკვე „ალიბაბაზეც“ ჰყიდდნენ.

რა მექნა, ჩემს ნოუჰაუზე უარის თქმა მიწევდა, მარგამ არ მინდოდა და გადავწყვიტე, გზა შემემოკლებინა, უკვე სხვის მიერ შექმნილი პროდუქტი დამებრენდა და „ამაზონზე“ გამეყიდა. „ამაზონზე“ იმიტომ, რომ ყველაფერს დისტანციურად, ინტერნეტსივრცეში გავაკეთებდი და სანამ ჩემი წამოწყება წარმატებას არ მიაღწევდა, არსებული სამსახურიდანაც არ მომიწევდა წამოსვლა. ყველაფერი მართლაც ასე გავაკეთე, ბევრი შრომის შემდეგ მობილურის სამაგრი, სახელად “Lazy Fingers” ამაზონზე მოვახვედრე და გაყიდვებიც დავიწყე, მარგამ მალევე გავაცნობიერე, რომ ძალიან რთულ საქმეს შევეჭიდე.

საჭირო იყო, მომხმარებლისთვის ჯერ ამეხსნა, რა არის ეს უცხო პროდუქტი, მერე კი დამერწმუნებინა, რომ ეყიდა. ეს ყველაფერი არც ისე ცოტა თანხებთან იყო დაკავშირებული, რამაც იქამდე მიმიყვანა, რომ გადავწყვიტე, “Lazy Fingers-ის” არსებობას აზრი აღარ ჰქონდა. მივხვდი, რომ ჯობდა, ისეთი პროდუქტი გამეყიდა, რომელსაც მომხმარებლები უკვე იცნობენ, მასზე მოთხოვნაც იქნებოდა და შესაბამისად, გაყიდვების დიდი პოტენციალიც ექნებოდა. სწორედ ასე მივედი USB კაბელამდე, რომელსაც „ტენე“ დავარქვი. მისი დაბრენდვა ჯერ ჩინეთში დავიწყე, ხოლო მოგვიანებით წარმოება საქართველოში გადმოვიტანე!

მთავარია, პირველი ნაბიჯი გადადგა! როგორც კი ამას გააკეთებ, მალევე, წარმოდგენა გექმნება მომდევნო ნაბიჯებზეც. ზოგადად, უცხო ბიზნესის რაობასა და მის მომავალ პერსპექტივებზე.

როდესაც ამ ბიზნესს იწყებ, ყველაფერი შენით უნდა აკეთო: უნდა იყო მოლარეც, კონსულტანტიც, დისტრიბუტორიცა და მომმარაგებელიც… გარდა ამისა, პირველი წლები მზად უნდა იყო მის შესანახად, სანამ კომპანია მოგებაზე გავა.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახსნა მაღაზია ნაკლებად მოძრავ ადგილას, თუ მაღაზიის წინ დიდი ტრეფიკი არ არის, მაშინ ეს წამოწყება წარუმატებლობისთვის განწირული იქნება, რადგანაც USB კაბელი ისეთ პროდუქტია, რომელსაც მხოლოდ მარკეტინგული აქტივობებით ვერ გაყიდი, მის საყიდლად მომხმარებელს საგანგებოდ ვერ მოიყვან.

სანდრო ლილუაშვილი, ქართული ეკომეგობრული USB „ტენეს“ დამფუძნებელი.

ევროკავშირის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით, „ნავნემ“, პანდემიისას, არამხოლოდ ბიზნესის გადარჩენა, არამედ გაფართოება შეძლო

Navne saves and expands business amid the pandemic with EU and EIB Group support