in

საერთაშორისო გამოცემა Designboom სანდრო ლომინაშვილის “1+1” დიზაინზე წერს

დიზაინერმა სანდრო ლომინაშვილმა ცოტა ხნის წინ სკამის ახალი დიზაინი “1+1” წარადგინა – ამაზე საერთაშორისო გამოცემა Designboom წერს. მან, ფაქტობრივად, ტრადიციული სკამი “დაშალა” და შექმნა ახალი, ორიგინალური დიზაინის მქონე, მულტიფუნქციური სკამი.

მისი ეს მულტიფუნქციურობა კი იმაში ვლინდება, რომ სკამის ოთხივე ფეხს ერთზე მეტი ფუნქცია გააჩნია. მაგალითად, მისი წინა ფეხები გრძელდება, შემდეგ იწევა გვერდულად, ხოლო უკანა ფეხები მრუდდება და მკაფიო საყრდენს ქმნის. შედეგად, ადამიანს ამ ერთი შეხედვით სტანდარტულ სკამზე სასიამოვნო განტვირთვაც შეუძლია.

წარმოგიდგენთ სანდრო ლომინაშვილის “1+1-ს” სხვადასხვა ხედიდან:

პლანეტას კერძო სექტორი გადაარჩენს – HBR

26 მაისი – ლოგო და ბრენდის სახელმძღვანელო