in

სანდრო თავართქილაძის ახალი ალბომი, პირველად მუსიკალურ ექსპერიმენტებს აერთიანებს


ქართველი პროდიუსერი, სანდრო თავართქილაძე, ფსევდონიმით IC122 ახალ ალბომს, “Sandro AM”აქვეყნებს, რომელშიც  2014-15 წლებში შექმნილი მისი პირველადი მუსიკალური ექსპერიმენტები იყრის თავს.

“როცა ვიწყებდი მუსიკით დაინტერესებას, მიმოვედებოდი ყველა იდეას. როცა შესაძლებლობა უსაზღვროა, საათები აღარ არსებობს. როგორი გასახარია, როცა ერთადერთი რაც გჭირდება, სკამზე დაჯდომაა. სიხარულმა მომცა ძილის დეპრივაცია და ჩემი ცხოვრებიდან ორი წელი წაიღო. იყო დრო, როცა ღამით მეღვიძა, იყო დრო როცა მთელი დღე მეძინა. ახლა თუ ვიპოვე ბალანსი, რას იტყვიან ბოლოს ჩემზე: მუსიკას ვაკეთებდი თუ მეძინა?”

სანდრო თავართქილაძე მუსიკას 2013 წლიდან, სხვადასხვა პროექტის, ძირითადად კი, IC122-ის სახელით ქმნის. არასტანდარტული დრამ სექციები და მელოდიების სინთეზი მისი შემოქმედების მთავარი ელემენტია.

 


კომპოზიტორ კოკა ნიკოლაძის აუდიო/ვიზუალური ექსპერიმენტი – „Outoutout“

მნიშვნელოვანი გარიგება ჩიპებისა და AI-ის მიმართულებით – Nvidia ARM-ს $40 მილიარდად ყიდულობს