5
Sep
2019

„შეგვიძლია, ბოლო სენდვიჩ თაობა ვიყოთ“

5 Sep 2019



სინგაპურში, საშუალო ხნის ადამიანი, ფინანსურ პრობლემებს ვერ უმკლავდება იმის გამო, რომ უწევს როგორც  საკუთარი შვილების აღზრდაზე პასუხისმგებლობის აღება, ისე მშობლებზე ზრუნვა.

სადაზღვევო და ფინანსური დაგეგმვის საკონსულტაციო კომპანია NTUC INCOME-მა (INCOME) კამპანია ჩაუშვა, რომელიც „სენდვიჩ თაობის“ ციკლის დასასრულს წინასწარმეტყველებს.

„სენდვიჩ თაობის“ წარმომადგენლები 40 წლამდე ადამიანები არიან, ორმაგი მიმართულებით რომ უწევთ თავიანთი სხვადასხვა რესურსის, განსაკუთრებით, ფინანსების განაწილება. რაც რა თქმა უნდა, დიდ სტრესთანაა დაკავშირებული.

ნამუშევარი BBH სინგაპურს ეკუთვნის და ვიდეორგოლის საშუალებით, პრობლემიდან გამომდინარე შერჩეულ გზავნილსაც გვიზიარებს: „ჩვენ  შეგვიძლია, ბოლო „სენდვიჩ თაობა“ ვიყოთ, რადგან ჩვენ პენსიაზე გასვლაზე წინასწარ ვიზრუნებთ“.

კამპანიის მიზანია, ახალგაზრდა მშობლებამდე მივიდეს ინფორმაცია, რომ ხანდაზმულობაში არსებულ შემოსავალზე ფიქრი, საშუალო ასაკიდან იწყება. და რომ მათი როლი ამ კულტურის დანერგვაში უმნიშვნელოვანესია.

Credits

Agency: BBH Singapore

Chief Creative Officer: Joakim Borgstrom

Executive Creative Director: Sascha Kuntze

Creative Directors: Janson Choo & Khairul Mondzi

Account Director: Manavi Sharma

Account Manager: Priscilla Lim

Head of Planning: Thomas Wagner

Strategist: Amanda Lim

Agency Producer: Kim Lim

Production Company: Freeflow Productions

Director: Roslee Yusof

Audio Production: Fuse Adventures in Audio

Client credits:

Chief Marketing Officer: Marcus Chew

Head, Brand Marketing: Chloe Fair

Senior Executive, Brand Marketing: Charis Leong

განხილვა