ზოგჯერ, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოახლოებას იმდენად მძაფრად გრძნობთ, რომ მათი ჩვეულებრივი სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, რაღაც აღმატებულს თქვენც ეძებთ ხოლმე? „გულზე მეხატება“, „დროის მოსვლა“, „ჭკუაში დაჯდომა“, „მიზნის მომწიფება“, „ვარსკვლავებთან თამაში“, „ჭიის გახარება“, „ჩიტი ბრდღვნად ღირს“ – ეს ის ფრაზებია, რომლებსაც ხშირად ვამბობთ იმის აღსანიშნავად, რა აღგვაფრთოვანებს, რა არ გვაძლევს მოსვენებას, როგორ შევიგრძნობთ ემოციებს ან რა გზით ვაპირებთ წასვლას. როგორ შეიქმნა კამპანია და რას ნიშნავს მისი მთავარი გზავნილი „სანერვიულო არაფერია“, თიბისი დაზღვევის ბრენდ მენეჯერმა, ლაშა შათირიშვილმა გვიამბო.
M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ, რას გულისხმობს კამპანიის მთავარი გზავნილი – სანერვიულო არაფერია?
თიბისი დაზღვევა ყოველთვის იყო და არის ადამიანური გამოცდილების მხარეს, რაც ცხოვრების იმგვარ მოცემულობად მიღებას გულისხმობს, რომელიც ხასიათდება, როგორც კარგით, ასევე, ცუდით, როგორც სასიამოვნოთი, ასევე, უსიამოვნოთიც. მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ცხოვრობ – შეცდომები მოსულა, სანერვიულო არაფერია.
ხშირად გვგონია, რომ გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ძალიან ბევრი უსიამოვნება გადაგვხდენია. მაგრამ, ასევე, ძალიან ბევრჯერ გვითქვამს – ეს არის ცხოვრება; რომ თუ მცირე ძალას მაინც მოიკრეფ შეგიძლია წამოდგე და ახალი შემართებით განაგრძო იმის კეთება, რაც გულზე გეხატება.
სინამდვილეში, ამ სიტყვებს („სანერვიულო არაფერია“) მხოლოდ მაშინ ვამბობთ, როცა ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არ არის და საკუთარი თავის გამხნევებას, ძალის მოკრებას ვცდილობთ. რაც ნიშნავს, რომ უსიამოვნებებთან დანებებას არ ვაპირებთ, პირიქით, მათ პროგრესისთვის საჭირო, საინტერესო გამოცდილებად გარდავქმნით.

M: როგორ მიხვედით კამპანიის ამ მიმართულებით წაყვანამდე?
პირველ რიგში, ბრენდის სტრატეგიულ პლატფორმაზე დაყრდნობით, უჩა ურუშაძესთან ერთად, შეიქმნა კრეატიული ბრიფი. ეს უკანასკნელი არის ახირებულ (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით) ადამიანზე, რომელსაც რაღაც უღიტინებს და მოსვენებას არ აძლევს, რომელიც ცდილობს შეირგოს და სხვებსაც შეარგოს ცხოვრება.
დაზღვევა ხომ სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ცხოვრების უსიამოვნო მომენტებს საშუალება არ მისცეს შეგბოჭოს, გათქმევინოს უარი შენს სურვილებზე, კიდევ უფრო დიდ და შორეულ მიზნებზე ან, თუნდაც, ყველზე მცირე – პარასკევ საღამოს დამსახურებულ განტვირთვაზე.
როცა აზღვევ უფრო გაბედული ხდები, უსიამოვნებები უწინდელივით აღარ გაღელვებს და იწყებ იმის კეთებას, რაც გიყვარს, რასაც დიდხანს ელოდი და რაც შენს ჭიას ახარებს.
იმის გასაანალიზებლად, რომ ეს სათქმელი ბრენდისთვისაც და სოციალური კონტექსტისთვისაც ერთნაირად მნიშვნელოვანი და რელევანტური იყო დიდი დრო არ დაგვჭირვებია.

M: რატომ დააკავშირეთ ვიზუალურად გაცოცხლებული იდიომები თქვენი კამპანიის სათქმელთან?
როდესაც ცხოვრების სურვილი, მისგან მიღებული აღფრთოვანებები, შენი მიზნები იმდენად ძლიერია, რომ ვეღარ აკავებ და ერთი სული გაქვს ამოთქვა, ხვდები, რომ უბრალოდ სტილისტურად გამართული ფრაზები არ გყოფნის – ასეთ დროს ჩნდება იდიომები. ეს უკანასკნელი არის ენის ყველაზე უფრო უცნაური, თუმცა ყველაზე უფრო ბუნებრივი ნაწილიც, რადგან ის მხოლოდ ამ კონკრეტულ ენაში არსებობს ისეთად, როგორიც არის და არ ითარგმნება.
კამპანიის ფარგლებში გაჟღერებული იდიომები აღწერენ დიდ მიზნებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თუ ცხოვრების მაქსიმალურად შერგების მძაფრ სურვილს. მეორე მხრივ, ამ სიტყვათშეთანხმებების პირდაპირი მნიშვნელობა ძალიან აბსტრაქტულია.

კრეატიული გადაწყვეტის უმთავრესი ხიბლიც სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ბრენდს მათთვის ეპოვა ფორმა და ქართველი მაყურებლისთვის ეჩვენებინა ის, რისი წარმოდგენაც ყველას ერთხელ მაინც გვიცდია.
შესაბამისად, კამპანიის მთავარი რგოლი მხატვრულად გაცოცხლებული ქართული იდიომების კოლაჟს წარმოადგენს, რომელშიც თითოეული ნამუშევარი სხვდასხვა ქართველ არტისტსა და სტუდიას ეკუთვნის.

M: როგორ შეიქმნა ანიმაციური პერსონაჟები?
ჟანრის კანონი მოითხოვს ვთქვა, რომ პროექტზე მუშაობის პროცესში არცერთი ჩიტი, ჭია და თქვენ წარმოიდგინეთ, გულიც კი არ დაზიანებულა.
როგორც უკვე ვახსენე, სარეკლამო რგოლში 8 ქართველი არტისტის მიერ შექმნილ 7 ნამუშევარს იხილავთ, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე სტილს აერთიანებს: ხელით დაიხატა ჩიტის FramebyFrame ანიმაცია, შეიქმნა 3D ანიმაციური პერსონაჟი ჭია (რომელმაც პირველივე წამიდან ყველას შეაყვარა თავი), ჩელისტ ბიჭს პირდაპირ ლიფტიდან გამოსულმა დრომ ჩამოართვა ხელი და ა.შ.
„ჩიტისმბრდღვნელი კოლაბორაცია“, – ასე შეარქვეს კრეატივისა და აღმასრულებელი გუნდების წარმომადგენლებმა თავიანთ თანამშრომლობას. მოდი, ინტერვიუს ბოლოში ჩავსვათ კრედიტები და ყველაფერს თქვენით მიხვდებით.
M: პერსონაჟების გარდა, რეალური ადამიანები გყავდათ კამპანიაში სტუმრად, რა იყო მათ როლი?
ბრენდის ამჟამინდელი საკომუნიკაციო მესიჯი მაინც მოტივაციურ ხასიათს ატარებს, ამიტომ გაჩნდა იდეა გამოგვეყენებინა ისეთი ფორმატი, რომლის მეშვეობითაც მაყურებლისთვის ამ მოტივაციის გადადება ყველაზე მეტად გაგვიმარტივდებოდა.
საბოლოოდ, მივიღეთ ერთგვარი პლატფორმა, საიდანაც ადამიანები ჰყვებიან თავიანთ ამბებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აკეთო ის, რაც გულზე გეხატება, როგორ შეიძლება იპოვო საკუთარ თავში ძალა მთების გადასადგმელად, რა გზის გავლა არის საჭირო იმისთვის, რომ ვარსკლავებს ეთამაშო და რა თქმა უნდა – როდის არ არის სანერვიულო.
Client: TBC Insurance
Birdtearing Creative Collaboration:
Head of Project: Keta Kavlashvili
Creative Director: Giorgi Kvlividze
Senior Art Director: Sandro Tsitskishvili
Agency: HOLMES&WATSON
Creative Director: Nikusha Antadze
Senior Copywriters: Giorgi Quca Rukhadze, Jumber Gamarjobashvili
Strategy: Ucha Urushadze
Artists:
Maryam Sasha – Time, Nana Samanishvili – Bird, Ana Chubinidze – Brain, Nino Beridze and Esso Jgamadze – Heart, Irakli Gharibashvili (Highway VFX) – Worm, Giorgi Kvlividze – Aim, Dato Chkoidze – Star
Animators:
Highway VFX (Aim, Star, Worm)
Project Manager/On Set Supervisor – Levan Lapachi
Lead CGI Artist – Sandro Kadagidze
CGI Artist – Giorgi Javakhishvili
Character Animation – Levan Lapachi
Swiss Army Knife/Technical Director – Davit Sakhvatze
Compositing Supervisor – Luka Jgharkava
Compositing Artists – Pasha Maisuradze, Lasha Zoidze
Animatory (Heart)
Animator: Natia Nikolashvili
Assistant to Animator: Tako Bugadze
Clean-up & Color: Keti Mskhiladze
Production Manager: Irina Gelashvili
Maryam Sasha (Time)
Pocket Studio (Brain)
Production Designer & Animator: Ana Chubinidze
DP: Giorgi Chekurishvili
Post-Production: Dato Chekurishvili
Nana Samanishvili (Bird)
Production Company: Enkeny Films
Executive Producer: Bacho Meburishvili
Line Producer: Sophio Bendiashvili
Production Managers: Beqa Kirtava, Ketevan Lomsadze, Sophio Orjonikidze
Assistant to Production Managers: Tekla Basishvili
Production Office Manager: Mariam Khidirbegishvili
Production Accountant: Lela Altunashvili
Production Lawyer: Nanuka Chkuaseli
Director: Nikusha “Kukusha” Motsonelidze
1st AD: Tamar Shubitidze
Director of Photography: Omar Gelashvili
Focus Puller: Zaza Tsomaia
Camera Assistant: Guram Mosikashvili
Playback Operator: Shako Zubiashvili
Gaffer: Giorgi Marsagishvili
Light & Grip: Giorgi Gogbaidze, Archil Samkharadze, Shota Khijakadze, Levan Bonija, Bidzina Chkhaidze, Iura Pogosov, Zura Tsuleiskiri, Tsotne Marsagishvili, Aleksandre Khuntsaria
Production Designer: Dato Chkoidze
Assistants to Production Manager: Natia Gurabanidze, Nikusha Lomidze
Costume Designer: Ika Bobokhidze
Assistant to Costume Designer: Nini Natelashvili
Make-up Artist: Giga Bagration-Gogadze
Casting Manager: Misha Apkhazava
Assistants to Casting Manager: Anna Japaridze, Sopo Qobachishvili
Location Manager: Irakli Gvishiani
Location Team: Giorgi Melkadze, Giorgi Khonelidze, Giorgi Mamaladze
Catering & Set: Fiesta
Drivers: Kakha Chkareuli, Nika Areshidze, Giorgi Areshidze, Koba Mgebrishvili, Mukhran Akhalaia, Giorgi Aslamazishvili, Kakha Gugushvili, Gia Aladashvili
Cleaning Services: Sveta Bagdasarian
Storyboard Artist: Ana Tkebuchava
Editing & Color Correction: Nikusha “Kukusha” Motsonelidze
Pack Shot Design: Maryam Sasha
Pack Shot Animation: Irakli Zurabishvili
Music: Beqa Japaridze
Sound Design: Gvaji (Leno Records)
V.O. Recording: Artur Stepanian (voices.ge)
V.O. Artist: Giorgi Kachakhidze
Post-production Supervisor: Beqa Kirtava
Cast: Dimitri Kharitonov, Nina (Nincho) Tsereteli, Ana Nikolashvili, Rati Karelidze











