საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი (სანგუ) სტუდენტებსა და სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს საერთაშორისო პარტნიორობებზე დაფუძნებულ მრავალფეროვან საგანმანათლებლო და პროფესიულ შესაძლებლობებს სთავაზობს. უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს უცხოურ აკადემიურ ინსტიტუციებთან და რეგულარულად მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებს, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების, ბიზნესისა და განათლების აქტუალურ საკითხებს აერთიანებს.
ამ მიმართულებით, 27 და 28 მაისს „სანგუში” ორი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება, რომლებიც კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის, ბიზნესის, ინოვაციებისა და განათლების მომავლის საკითხებს დაეთმობა.
თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია
27 მაისს უნივერსიტეტი თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენციას უმასპინძლებს, რომელიც ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (Northern Kentucky University, USA) პარტნიორობით ტარდება. კონფერენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა საქართველოში კიბერუსაფრთხოების, ტექნოლოგიებისა და აკადემიური თანამშრომლობის მიმართულებით და თავს მოუყრის ქართველ და უცხოელ ექსპერტებს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, საჯარო და კერძო სექტორის ლიდერებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები, რომლებიც შეეხება აკადემიურ სფეროსა და კიბერუსაფრთხოებას, ხელოვნურ ინტელექტს, ციფრულ უსაფრთხოებას, ქალების როლს კიბერუსაფრთხოების სფეროში და საერთაშორისო თანამშრომლობას.
კონფერენციის დღის განრიგი ასეთია:
- 10:00-10:15 – კონფერენციის გახსნა და მისალმება
- 10:15-11:15 – აკადემიური სფერო და კიბერუსაფრთხოება
- 11:15-11:30 – ყავის შესვენება
- 11:30-12:30 – ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება
- 12:30-13:30 – სადილი
- 13:30-14:30 – კერძო სექტორი და კიბერუსაფრთხოება
- 14:30-15:15 – ქალები კიბერუსაფრთხოებაში
- 15:15-15:30 – ყავის შესვენება
- 15:30-17:00 – ღია მიკროფონი და კვლევითი პრეზენტაციები
კონფერენცია სანგუსა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის გაგრძელებაა. პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში შეიქმნა ერთობლივი ქართულ-ამერიკული ინგლისურენოვანი კიბერუსაფრთხოების პროგრამა, რომელიც სტუდენტებს ქართულ-ამერიკული აკადემიური ხარისხის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე.

28 მაისს კი სანგუ საერთაშორისო “NextGen Business Forum 2026-ს” უმასპინძლებს, რომელიც ასევე ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იმართება.
ფორუმი გააერთიანებს სახელმწიფო, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს, ფინანსური ინსტიტუციების ლიდერებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს.
ღონისძიების მთავარი თემებია განათლების მომავალი, სახელმწიფო და გლობალური პოლიტიკა, ლოგისტიკა და ვაჭრობა, ფინანსები, ინოვაციები და მეწარმეობა.
ფორუმის პროგრამა:
- 10:00-10:15 – ოფიციალური გახსნა და მისალმება
- 10:15-11:15 – განათლების მომავალი
- 11:15-12:15 – სახელმწიფო და გლობალური პოლიტიკა
- 12:15-12:45 – ყავის შესვენება
- 12:45-13:45 – ლოგისტიკა, ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვი
- 13:45-14:45 – ფინანსები, ინოვაციები და მეწარმეობა
- 14:45-15:00 – დახურვის სესია
- 15:00 -16:00 – Networking
რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე.
ორივე ღონისძიება გაიმართება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, მისამართზე: ილია ჭავჭავაძის გამზირი N53ა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, სანგუს დელეგაცია IVLP-ის პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მათ სისტემებსა და განათლების სტანდარტებს გაეცნო. სწორედ მაშინ შეირჩა თანამშრომლობისთვის ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი და მისი კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც აღიარებულია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) მიერ. პარტნიორობის საფუძველზე კი, საქართველოში შეიქმნა პირველი ერთობლივი, ქართულ-ამერიკული ინგლისურენოვანი კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამა, რამაც ხელი შეუწყო ახალი ეტაპის დაწყებას და სამომავლოდ სხვადასხვა პროგრამის ჩამოყალიბებას, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო საფეხურზე.
ახლო მომავალში დაგეგმილი ღონისძიებებიც ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის კიდევ ერთი გაგრძელებაა სხვა ფორმატში. შესაძლებლობა, რომ თანამედროვე პროფესიებით დაინტერესებულმა ადამიანებმა სასარგებლო ინფორმაცია მიიღონ და ერთმანეთში საინტერესო იდეები თუ მიგნებები გაცვალონ.
[R]












