in

Sanrio-მ 2025 წლის ტოპ პერსონაჟები დაასახელა

წელს Pompompurin-მა Cinnamoroll-ს აჯობა და Sanrio-ს 2025 წლის პერსონაჟების სათავეში მოექცა, ამისთვის კი 10 წელი დასჭირდა! მოკლედ, ამბავი ასეთია: Sanrio Fes-ზე ბრენდმა ოფიციალურად განაცხადა 2025 Character Ranking-ის შედეგები, რითაც გულშემატკივრების ღონისძიების 40 წლის იუბილეც იზეიმა. 63 მილიონზე მეტი ხმით შედეგები გასული წლის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება, რაც, სულ მცირე, ამ აქტივობის პოპულარობაზე მიგვანიშნებს. 

საბოლოო მონაცემებმა აჩვენა, რომ Pompompurin-მა 5.6 მილიონი ხმა მიიღო, რითაც წინა წლის 5-გზის ჩემპიონი Cinnamoroll დაახლოებით 200 000 ხმით დაამარცხა. ტოპ ექვსეულში კი Pompompurin-ისა და Cinnamoroll-ის შემდეგ, Pochacco, Kuromi, Hello Kitty და My Melody შეგხვდებათ.

2025 წლის რეიტინგის შესადგენად ხმის მიცემა აპრილში დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდა, იგი მონაწილეებს მთელი მსოფლიოდან სთავაზობდა დღეში ერთხელ ხმის მიცემის შესაძლებლობას. არჩევანი კი 90 პერსონაჟს შორის უნდა გაეკეთებინათ. თემით Jump to the Future with You! გულშემატკივრებს ფავორიტ პერსონაჟებზე დაფიქრებისკენ მოუწოდებდნენ და, ამავდროულად, ახალი სახეების გამოკვეთისკენ უბიძგებდნენ. ხმის მიცემა კი გულშემატკივებს სანრიოს ვებგვერდიდან, Hello Kitty Cafés-დან და მაღაზიებში არსებული ყუთებიდან შეეძლოთ.

შედეგად, Sanrio-ს 2025 წლის ტოპ პერსონაჟები აი, ასე გამოიყურება:

  1. Pompompurin
  2. Cinnamoroll
  3. Pochacco
  4. Kuromi
  5. Hello Kitty
  6. My Melody
  7. Little Twin Stars
  8. Hangyodon
  9. Tuxedosam
  10. Ahirunopekkle
  11. Bad Badtz-Maru
  12. Hanamaruobake
  13. Cogimyun
  14. Kerokerokeroppi
  15. Wish Me Mell
  16. Gudetama
  17. U*SA*HA*NA
  18. My Sweet Piano
  19. Gaopowerroo
  20. Corocorokuririn

როგორი იყო კანის კრეატიული ფესტივალი Digital კატეგორიის მონაწილეებისთვის

LG-ის პლატფორმა AI სიმღერების შექმნას გთავაზობთ