in

„სასწაულების გჯერა?“ – მაკდონალდსის საახალწლო კამპანია

ახალი წელი წლის ყველაზე ჯადოსნური პერიოდია. მიუხედავად იმისა, არის თუ არა გარეთ საბავშვო ამინდი, ყველა პატარას გული განსაკუთრებულად ელოდება მომენტს, როცა მისი მთელი წლის კარგად მოქცევა და მშობლების არ გაბრაზება სანტასგან ჯილდოს დაიმსახურებს. ეს ბავშვური მოლოდინი პასუხგაუცემელი კითხვებით არის დახუნძლული: „მართლა ისეთია სანტა, როგორიც ფილმებში?“, „მართლა საკვამურიდან ჩამოდის? იქნებ საერთოდაც კარიდან ან ფანჯრიდან?“, „როგორ ახერხებს ზუსტად 12 საათზე მივიდეს ყველა ბავშვთან მთელ დედამიწაზე? ან იქნებ ხანდახან აგვიანებს?!“, „მართლა მფრინავი ირმები ჰყავს მარხილში გამობმული?“. და როცა ამდენ კითხვაზე გჭირდება პასუხი, ეს ყველაფერი ერთხელ მაინც გადაიზრდება ხოლმე ეშმაკურ თავგადასავალში, რომელსაც “სანტას გამოჭერა ჰქვია”. ეს უბრალო “ოპერაცია” ნამდვილად არაა, გულდასმით დაჯდომას, დაგეგმვას და კარგ აღსრულებას მოითხოვს, ხოლო თუ ამ საქმეში მარტო არ ხარ და თანამზრახველად შენი პატარა და ან ძმა გყავს, ეს ყოველივე კიდევ უფრო სახალისო ხდება.

მაკდონალდსის საახალწლო რგოლში, რომელიც DDB Azerbaijan-სა და Metro Production-თან თანამშრომლობით შექმნა, სწორედ ასეთი სახალისო და ეშმაკური თავგადასავლის მოყოლა ვცადეთ, რომლის მონაწილეც ალბათ თითოეული ჩვენგანი ყოფილა ბავშვობაში.

ისტორიის მთავარი პერსონაჟები 9 და 6 წლის და-ძმა არიან, რომლებიც გადაწყვეტენ სანტას მოსვლის მომენტი წელს მაინც არ გამოტოვონ. ამიტომ 31 დეკემბერს გულდასმით აწყობენ მთელ სახლში ხმაურიან მახეებს.

წლის ეს პერიოდი ჯადოსნური ლამაზი განათებებისა და მორთულობების გამო კი არა, იმ მაგიური მომენტის გამოა, რომელიც ჩვენს გულებში დგება. როცა ბავშვები, ტრადიციისამებრ, სანტასთვის რძესა და ნამცხვარს დააწყობენ, დაფიქრდებიან – „იქნებ, სანტას საერთოდაც არ უყვარს რძე და ნამცხვარი? იქნებ ის უნდა დავახვედროთ, რაც ჩვენ გვიყვარს ყველაზე მეტად? ჰმმ… მაკდონალდსი?!“ 

როცა მზად ხარ შენთვის ყველაზე საყვარელი რამ სხვას გაუნაწილო, სასწაულები ყოველთვის ხდება. 

კლიენტი : Mcdonald’s Georgia
მარკეტინგის ხელმძღვანელი: ელენე ბაღათურია
სენიორ მარკეტინგ კოორდინატორი: ნანიკო გალუაშვილი
დიჯიტალ მარკეტინგის მენეჯერი: სალომე ქვრივიშვილი
სააგენტო: DDB Azerbaijan
კრეატიული დირექტორი: Vassilis Panagiotopoulos
ქოფირაითერი: ზაურ გამყრელიძე
გრაფიკული ელემენტები: სოფო ბაიდარაშვილი, გიორგი მუჩაიძე, Zema Alyieva, Ulkar Muradzada
ექაუნთ მენეჯერი: Aydin Teymurov, მარიამ მაღლაკელიძე
გადამღები კომპანია: Metro Production
აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია
ფროდაქშენის ჰედი: მაია გურაბანიძე
პროდიუსერი : ნინო მეგრელიშვილი
რეჟისორი: დიმა ჩხეიძე
დამდგმელი ოპერატორი: შალვა სოყურაშვილი
1st AD: სალი ჯუღელი
ფროდაქშენ მენეჯერი: ტატო ფანცულაია
უნით მენეჯერი: მერაბ როსტომაშვილი
ტრანსპორტ მენეჯერი: დავით ფერაძე, დავით მაღლაკელიძე
სეტ მენეჯერი: კოკა ჩხაიძე
ლოკაციის მენეჯერი: ნათია ჩომახიძე
ლოკაციის მენეჯერის ასისტენტი: ზაზა ჭიღლაძე, ნინუცა ჩიხლაძე
სეტ ჰელფერი: საბა საღრიშვილი, ბუბა კუპატაძე, საბა სუხიაშვილი
ქასთინგის მენეჯერი: ნანკა ბალახაშვილი
დამდგმელი მხატვარი: მარიამ გელაძე
კოსტუმების მხატვარი: ანკა გაბუნია
MU: ლელე აბულაშვილი
კადრირება: ივანე ყიფშიძე
გაფერი: გიორგი მარსაგიშვილი
1st AC: შალვა ზუბიაშვილი
ფოკუს ფულერი: ინა ნერსერიანი
ფლეიბექი: კობა როსტიაშვილი
SFX: სოსო გვასალია
პოსტ ფროდაქშენ კოორდინატორი : ბურო, ეკატერინე დავითაშვილი
გრაფიკა: დავით ჭაბაშვილი, ნინო ლაზარაშვილი, ვაკო აგლაძე
ხმის დიზაინი: Heima Production
მუსიკა : Addmusic • სარეკლამო მუსიკის სააგენტო
ფერის კორექცია: Moonlight studio
კონტენტ კრეატორი : ირინოლა ტლაშაძე

თუ 2024 წელს საოჯახო მანქანას განაახლებთ, იხილეთ სია, რომელიც არჩევაში დაგეხმარებათ

რატომ ეშინიათ შემოქმედებით ადამიანებს დასვენების?