29
Dec
2015

“Mercedes”-ის მარხილი – “Santa Class”

29 Dec 2015

“Mercedes”-მა საშობაოდ მომხმარებელს ონლაინ-კონფიგურატორი “Santa Class” წარუდგინა და სანტას მარხილის აწყობა შესთავაზა.

საიტზე ხელმისაწვდომია სხვადასხვა კონფიგურაციები: Santa’s Silver Arrow, Santa’s F 015, Santa’s G-Class. სამივე მარხილს ოთხი ირემი მართავს, რაც ოთხხიდიანი ავტომობილის ანალოგად წარმოადგინეს. დამხმარეს როლში ანგელოზია, რომელიც უსაფრთხოების სისტემის ანალოგადაა წარმოდგენილი, მანათობელი ვარსკვლავი კი – ნავიგაცია და ბიქსენონური განათების სისტემა.

აწყობილი მარხილის გამოქვეყნება და მეგობრებისთვის გაზიარება ნებისმიერ სოციალურ ქსელშია შესაძლებელი. მარხილის ასაწყობად გადადით ლინკზე christmas.mercedes-benz.com

792zchsY_m bqJ8PR9F_m 6PlDhoJa_m

 

განხილვა