in

6 მილიონი ნახვა! – სანტა კლაუსის დაბადების ახალი ისტორია

150 წლის აღსანიშნავად, სუპერმარკეტების ქსელმა Sainsbury’s, გადაწყვიტა, ჩვენი უკან, ვიქტორიანულ ეპოქაში დაბრუნება და საკუთარი მოკრძალებული წარმომავლობის შესახებ ამბის მოყოლა, სანტა კლაუსის დამხარებით.

სააგენტო Wieden+Kennedy-სთან თანამშრომლობით, ბრენდი წმინდა ნიკოლოზის საკუთარ ვერსიას შემდეგნაირად გვიყვება:

ნიკოლასს, ღარიბ ობოლს ქალაქიდან აძევებენ მას შემდეგ, რაც Sainsbury’s-ის დახლიდან თვალთმაქცურად, ფორთოხლის მოპარვაში ბრალს დასდებენ.

მთელი ქალაქი გადაწყვეტს, რომ ის უნდა დაისაჯოს და ჩრდილოეთ პოლუსზე განაგრძოს ცხოვრება, როგორც დამნაშავემ.

თუმცა, მისის სეინსბურს მისი უდანაშაულობის სჯერა… ბავშვს გადაარჩენს, ფორთოხლებით სავსე ტომარას მისცემს და ეტყვის: „თუ ვინმესთვის განსაკუთრებული საჩუქრის გაკეთებას შობას ვერ შეძლებ, აბა, როდისღა უნდა შეძლო?“

ნიკოლასი სიკეთით ივსება და თავშესაფრის ყველა ბავშვის წინდაში, ბუხრიდან ფორთოხალს ანაწილებს.

სწორედ აქედან იწყება ნიკოლასის, როგორც შობის მამის დაბადება. ამის ვიზუალურ დასტურად კი მისი წითელი ქუდი და მოსასხამი გვევლინება.

ნახეთ და შეაფასეთ ძველი ბრიტანული ზღაპარი.

“თქვი კი” – Virgin ჯგუფის დამაარსებლის სერ რიჩარდ ბრენსონის ისტორია

“Rooms Kokhta“ დამსვენებლებს ახალი წლიდან მიიღებს