დღეს 12 ივნისია, ბრაზილიაში უდიდესი სპორტული მოვლენა იღებს სტარტს, სწორედ დღეს იწყება მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ამ ფაქტს Orange Santa-ც გამოეხმაურა და მათ ახალი საზაფხულო და ძალიან სახალისო ვიდეო წარმოადგინეს. ახალ ვიდეოში კარგად ცნობილ გმირებთან ერთად მსაჯის როლს შორენა ბეგაშვილი ასრულებს, აქვეა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიაც. ნახეთ ვიდეო:
ვიდეოს კრეატიული კონცეფცია და შესრულება სარეკლამო სააგენტო JWT Metro-ს ეკუთვნის. ფოტო: ნაკანიმამასახლისის ფოტოლაბორატორია. გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში: