in ,

რატომ დაავიწყდა სანტას ახალი წელი? – Alzheimer’s Research UK–ის საახალწლო ვიდეო

ახალი წელი გადაიდო. არა, გრინჩი არაფერ შუაშია, უბრალოდ, სანტას ალცჰეიმერის დაავადების გამო, მისი მოახლოება დაავიწყდა. ალცჰეიმერის სინდრომი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს. ის ბოლომდე არ არის გამოკვლეული, ამიტომ არ არსებობს მისგან განკურნების ან პროფილაქტიკის 100%-იანი საშუალებები.

Alzheimer’s Research UK–მ ანიმაციური ვიდეორგოლის მთავარ გმირად სანტა კლაუსი აირჩია. ის აღარავის უნახავს, რაც ალცჰეიმერის დაავადება გაურთულდა. ვიდეორგოლიდან  თვალნათლივ ჩანს, რამდენი რამ იცვლება, თუ ადამიანს ეს დაავადება დაუდგინდა. არავინაა დაზღვეული ამისგან, შესაძლოა, ჩვენთვის ძვირფასს ადამიანს დაემართოს. იმისთვის, რომ ავიცილოთ თავიდან, ან დროულად შევძლოთ მკურნალობა, საჭიროა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე, ამას კი მხოლოდ ძვირადღირებული კვლევებით თუ დავადგენთ.

 

ანიმაცია მსახიობმა სტივენ ფრაიმ (Stephen Fry) გაახმოვანა.

რეკლამაზე ანიმაციურმა სტუდია Aardman Animations–მა იმუშავა.

შეეხე მარკეტინგს! TOUCH – ციფრული მარკეტინგის პირველი კონფერენცია საქართველოში, 19 ნოემბერს გაიმართება!

Lumos – ხის დეკორატიული სანათები ჯადოსნური სახელით