18
Dec
2019

„ველოსიპედი არ მინდა, ქვანახშირის ლოდი მომიტანე“ – ბავშვების გზავნილი სანტას

18 Dec 2019



„ველოსიპედი არ მინდა, ქვანახშირის ლოდი მომიტანე“, „კარგი იქნება, თუ ტომარას ქვანახშირით გაავსებ“, „არ მინდა მარტო რქა, ქვანახშირის ნაჭერი მომიტანე“, „პატარა ძმა არ მინდა, ქვანახშირი მირჩევნია“, „მე საჩუქრები არ მინდა, მე მომავალი მინდა“ – ეს ამერიკელი ბავშვების საშობაო სურვილებია. მათი თქმით, ენერგო კომპანიები დიდი რაოდენობით ქვანახშირს წვავენ, რაც გარემოსთვის ძალიან ცუდია – ეს დაადნობს ჩრდილოეთ პოლუსს, დედამიწა კი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგება. და რაკი შობას სასწაულები ხდება, ბავშვები სანტა კლაუსს მიმართავენ. ნახეთ Anomaly Global-ის ვიდეორგოლი.

 

განხილვა