Cartier-ის ეს ვიდეორგოლი რაღაცით ცნობილი ფილმის “დასაწყისი” თავისებურ ვერსიას მოგვაგონებს, ოღონდ ამჯერად, მთავარ როლში არა ლეონარდო დიკაპრიო, არამედ ჯეიკ ჯილენჰოლია. მსახიობი, რომელიც მარტში კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა, ბრენდის ახალ სიურრეალისტურ სარეკლამო ვიდეორგოლში კომპანიის მაჯის საათს წარმოგვიდგენს. Santos de Cartier-ის შექმნის შთაგონების წყარო, ცნობილი ბრაზილიელი პილოტი ალბერტო სანტოს-დუმონტი გახდა, რომელმაც პირველი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ამგვარად ავიაციაშიც დამსახურებულად დაიმკვიდრა თავი.