JetBlue-ს ახალი ბილბორდის საშუალებით შეგვიძლია გავიგოთ, რამდენი საათი და წუთი გვაშორებს ჩვენთვის საოცნებო ადგილს. Times Square-ზე დამონტაჟებული ორიგინალური რეკლამა ითვლის ფრენის ხანგრძლივობას სხვადასხვა მიმართულებით ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც დგახართ.
OutFront Media-მ JetBlue–ს ციფრული ბილბორდი Google Map-ის მონაცემებზე დაყრდნობით გააკეთა. რეკლამა ახალ ბარათს – JetBlue Card-ს უკეთდება, რომელზეც მომხმარებელს ქულების დაგროვება და შემდეგ ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლია.
რეკლამას ინტერაქტივიც დაუმატეს: როდესაც საჩუქარი დაანონსდა, ბილბორდის წინ გამვლელების მთელი არმია დადგა. საჩუქარს პირდებოდნენ მას, ვინც Tweeter-ზე პირველი დაწერდა სტატუსს. თამაშდებოდა უფასო ბილეთი ორივე მიმართულებით, გამარჯვებულის სურვილისამებრ.
ნიუ-იორკელების შუა ქუჩაში შეჩერება, მათი ყურადღების მიპყრობა და სარეკლამო კამპანიაში ჩართვა საკმაოდ რთული საქმეა, თუმცა დასვენების შესაძლებლობამ, აშკარად დიდი ინტერესი გამოიწვია.











