in ,

Mercedes–ის უახლესი მოდელებით აწყობილი საოცნებო ატრაქციონი

ვინ თქვა, რომ უფროსებისთვის საოცნებო ატრაქციონი არ არსებობს?! Mercedes-Benz–ი Europcar–თან თანამშრომლობით, უჩვეულო ატრაქციონს წარმოგიდგენთ.

ბავშვობაში ყველა რაღაცაზე ვოცნებობთ. თუმცა, ხშირად, როგორც წესი ოცნებები წლებთან ერთად იკარგება. მაგრამ არა ყოველთვის. ავტომობილების მწარმოებელმა ამ უმსხვილესმა კომპანიამ გადაწყვიტა უფროსებისთვის ისეთი განსაკუთრებული რამ გაეკეთებინა, რაც მათ მივიწყებულ ოცნებებს და ემოციებს შეახსენებდა.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ “საოცნებო ატრაქციონს”. Mercedes–ის 5 უახლესი მოდელი, ულამაზესი განათება, თეთრი ბუშტები, ჯადოსნური გარემო, ბევრი სელფი  და უამრავი გახარებული ადამიანი. ეს ის ატრაქციონია, რომელსაც გვერდს ნამდვილად  ვერ აუვლი.

 

 

ეს სიახლე Europcar–ში მანქანის ქირაობის მსურველების რაოდენობას ნამდვილად საგრძნობლად გაზრდის. შესაძლოა, ატრაქციონმა Mercedes–ის რომელიმე ამ მიმზიდველი ავტომობილის შეძენაზეც ბევრი აცდუნოს.

Made In Georgia! – ქართული წარმოების ჩანთები Gepherrini-სგან

მეტი ყურადღება დაუთმეთ შვილებს – მათ ფანტაზიაზე კი Lego იზრუნებს